ხუთშაბათს, ბორდის ოთხ სხვა წევრთან ერთად, “ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ემილი რუსომ და ენრიკე ტომბასმა დატოვეს: პირველი შემთხვევა სოციალურ ქსელთან დაკავშირებულ სკანდალს უკავშირდებოდა, ტომბასი კი კლუბის ფინანსური სტრატეგიით იყო უკმაყოფილო.
მას შემდეგ, რაც ჟოზეპ მარია ბართომეუ “ბარსელონას” პრეზიდენტი გახდა, კატალონიური კლუბის ვიცე-პრეზიდენტები, ტექნიკური მდივნებთან ერთად, სამსახურის დაკარგვის დიდი რისკის ქვეშ არიან – ამ პოსტების შენარჩუნებას დიდი ხნით თითქმის ვერავინ ახერხებს.

კატალონიაში გამართული რეფერენდუმის პარალელურად, “ბარსელონას” პრეზიდენტის მიერ “ლას პალმასთან” თამაშზე გულშემატკივრების დაშვების აკრძალვის გადაწყვეტილების გამო, თანამდებობა კარლეს ვილარუბიმ დატოვა.
განსხვავებული იყო კიდევ ერთი ვიცე-პრეზიდენტის, ჟორდი მესტრეს წასვლის მიზეზი. რამდენიმე თვის წინ, ის კლუბის მართვას ხელმძღვანელთა საბჭოს არაერთსულოვნების გამო ჩამოშორდა.

ტექნიკური მდივანი, პეპ სეგურა, დიდი წნეხის ქვეშ მოქცევის შემდეგ გადადგა. მის მუშაობას გარკვეული შედეგი მოჰქონდა, მაგრამ ცუდი სატრანსფერო პოლიტიკისა და “ლა მასიასთვის” მნიშვნელობის დაკარგვის გამო აკრიტიკებდნენ. სეგურას სახელი აქტუალური მაშინაც იყო, როცა მან “რეალთან” დაშვებული შეცდომის გამო ჟერარ პიკე გააკრიტიკა.
“ბარსელონას” დირექტორი რობერტ ფერნანდესი ნეიმარის “პარი სენ-ჟერმენში” ტრანსფერის წარმატებით დასრულების გამო დაადანაშაულეს და მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტიდან კიდევ ერთი წელი კლუბში გაატარა, მომდევნო ზაფხულში პოსტიდან წასვლა მაინც მოუხდა.
კატალონიური კლუბის ლეგენდამ, ანდონი სუბისარეტამ, კლუბი ბართომეუსთან კონფლიქტის გამო 2015 წელს დატოვა. მისი გაშვება იმ არალეგალური ტრანსფერების გამო გადაწყდა, რომლებმაც “ბარსელონას” FIFA-ს სანქციები მოუტანა.

არ დაგვავიწყდეს ერიკ აბიდალიც – ლიონელ მესისთან უთანხმოების შემდეგ (ორივე მხარის განცხადებით, უთანხმოება აღარ არის), ფრანგი სპეციალისტის თანამდებობაზე დარჩენის საკითხი, არც ისე დიდი ხნის წინ, ბეწვზე ეკიდა.
სანამ ბართომეუ არ წავა ბარსელონადან მანამდე გუნდს არაფერი ეშველებაააა🙃ან ლაპორტე დაბრუნდეს ან კიდე ფონტი მოვიდეს🙃