“ბარსელონას” უახლეს სკანდალს კატალონიური კლუბის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, გაბრიელ მასფუროლი Marca-სთან ინტერვიუში გამოეხმაურა.
“მრცხვენია იმის გამო, რაც ახლა “ბარსელონაში” ხდება. ამ მოვლენების გათვალისწინებით ვასკვნი, რომ ბევრი ადამიანი დროს ფუჭად ხარჯავს, იმის ნაცვლად რომ რამე უკეთესი აკეთოს.
როგორც მე ვიცი, ბართომეუ ნორმალური ადამიანია, მაგრამ ის ძალიან ცუდად ამთავრებს”. – თქვა მასფუროლმა.
ხუთშაბათს, “ბარსას” ბორდის ექვსმა წევრმა თანამდებობება დატოვა. მათ შორის ერთ-ერთი, ემილი რუსო, გავრცელებული ინფორმაციით, კლუბისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას მედიას აწვდიდა.