workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სუბისარეტა: “ბარსამ” შესანიშნავად ითამაშა 1/2 ფინალში”

სუბისარეტა: “ბარსამ” შესანიშნავად ითამაშა 1/2 ფინალში”

კატალონიის “ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ, დიდი სიამოვნება მიიღო კლუბის მაღალი დონის თამაშით ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში, სადაც კატალონიელებმა ორი მატჩის ჯამში 3:1 დაამარცხეს მეტოქე. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “სპორტი”.

 

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” ყოფილი მეკარის, ანდონი სუბისარეტას, თანახმად, “თეთრები” ძალიან ღირსეული მეტოქეები იყვნენ.

 

“რეალი” ნამდვილად ღირსეული მეტოქე იყო, რომელმაც კარგი თამაში აჩვენა “ბარსელონას” წინააღმდეგ. ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის განმეორებითი შეხვედრის შემდეგ, ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიყავით და ვზეიმობდით გამარჯვებას. მე იმედი მაქვს, რომ შევძლებთ “მანჩესტერ იუნაიტედის” დამარცხებას ჩემპიონთა ლიგის ფინალში და მერე უკვე გვექნება ნამდვილი ზეიმის საბაბი”. დაასრულა ანდონი სუბისარეტამ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში