workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ციხეში ნამყოფი ფეხბურთელების თერთმეტეული

ციხეში ნამყოფი ფეხბურთელების თერთმეტეული

ბრაზილიელ ლეგენდას, საბუთების გაყალბებისთვის, პარაგვაის ციხეში  ექვსთვიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. ის ბოლო გამორჩეული ფეხბურთელია, რომელსაც სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ჰქონდა შეხება.

ამჟამად რონალდინიო პატიმრობიდან გათავისუფლებულია, თუმცა მისი საქმე ჯერ კიდევ გამოსაძიებელია. 

შედგენილ თერთმეტეულში სწორედ ის ფეხბურთელები იქნებიან წარმოდგენილნი, რომელთაც ერთხელ მაინც უთხრეს ცხოვრებაში: “თქვენ დაპატიმრებული ბრძანდებით!”

მეკარე – რენე იგიტა

ყოფილი კოლუმბიელი ფეხბურთელი გისოსებს მიღმა 1993 წელს აღმოჩნდა. ის ნარკო-კარტელის მიერ ბავშვის გატაცების საქმეში ფიგურირებდა. კონკრეტულად კი შუამავალი იყო პაბლო ესკობარსა და კარლოს მოლინა იეპეს შორის. რენეს ამ უკანასკნელის ქალიშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ, ესკობარისთვის ფულის გადაცემა ევალებოდა.

კარიერის მხრივ, იგიტამ 68 სანაკრებო თამაში ჩაატარა და ყველასთვის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი, ცნობილი “მორიელის” სეივით გახდა.

მარცხენა მცველი – გარი კროფტი

“ბლექბერნ როვერსის” ყოფილი მცველი, გარი კროფტი, 4 თვით საპყრობილეში აღმოჩნდა. ის ავტომობილის საჭესთან მართვის მოწმობის გარეშე იჯდა. თავის დროზე კროფტი მშვენიერი მარცხენა მცველი იყო. ის პირველი ფეხურთელი გახდა, რომელიც ელექტრონულ სანიშნს უშუალოდ მატჩის დროს ატარებდა. ამ დროს იგი “იფსვიჩ თაუნში” თამაშობდა. 

ცენტრალური მცველი – ტონი ადამსი

“არსენალისა” და ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველი 4 თვით დააპატიმრეს, მას შემდეგ, რაც 1990 წელს, ესექსში, მანქანას ალკოჰოლური თრობის ქვეშ მართავდა და კედელს შეეჯახა.

კარიერულად ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც ჩემპიონატის 3-ჯერ მომგებ გუნდს სამი დეკადის განმავლობაში კაპიტნობდა. ის ასევე ინგლისის ნაკრების კაპიტანიც გახლდათ.

ცენტრალური მცველი – პიტერ სვონი

პიტერ სვონი, რომელიც სამოციან წლებში ინგლისის ნაკრების რიგებში თამაშობდა, 1964 წელს მატჩების ჩაწყობის სკანდალში მოხვდა. ამის გამო, მასაც 4 თვით მოუწია ციხეში ყოფნა. ამ დანაშაულის გამო სულ 10 ფეხბურთელი დააკავეს, სვონი კი მათ შორის იყო.

პიტერ სვონმა “შეფილდ ვედნსდეის” რიგებში 250 თამაში ჩაატარა, ხოლო ნაკრებში-19.

მარჯვენა მცველი – პიტერ სთორი

“არსენალისა” და ინგლისის ნაკრების ლეგენდარული მცველი, გისოსებს მიღმა რამდენიმეჯერ აღმოჩნდა. 

ცენტრალური მცველი ციხეში, მანქანის გატაცების ბრალდებით, ორი წელი იჯდა. ამავდროულად გაყალბების გამო მას ჯამში სამი წელი გამოუვიდა. დანარჩენი ორი დაკავების შემთხვევა უფრო ნაკლებხნიანი სასჯელით განესაზღვრა. ერთ-ერთი მათგანის დროს პორნოგრაფიული ვიდეოების არაკანონიერად მოპოვებაში ცნეს დამნაშავედ. 

პიტერ სთორიმ “არსენალის” შემადგენლობაში 350 მატჩი ჩაატარა, ინგლისის ნაკრების მაისური კი 19-ჯერ მოირგო.

ცენტრალური ნახევარმცველი – იან მოლბი

“ლივერპულის” ნახევარმცველი, იან მოლბი, ციხეში 3 თვით აღმოჩნდა. ის მანქანის სახიფათოდ ტარებისთვის ცნეს ბრალდებულად. მიუხედავად იმისა, რომ ის ძალზე ცნობილი ფეხბურთელი იყო, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დროის გატარება მაინც მოუხდა.

იან მოლბი ოთხმოციან წლებში “ლივერპულის” დომინირების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო. მან “მერსესაიდელთა” რიგებში 200 მატჩი ჩაატარა, ხოლო ეროვნულ ნაკრებში, დანიის მაისურით 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ცენტრალური ნახევარმცველი – ჯოი ბარტონი

ჯოი ბარტონი ამ სიაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო. საფეხბურთო კარიერის განმავლობაში იგი საკმაოდ ხულიგნური ქცევით გამოირჩეოდა, დაპატიმრებული კი ორჯერ გახლდათ. პირველად, ქვეითთა ბილიკზე მანქანის ტარების გამო დააკავეს, ხოლო მეორე შემთხვევაში მისი დაპატიმრების მიზეზი ადამიანზე თავდასხმა გახდა.

“ფლიტვუდ თაუნის” ამჟამინდელი მწვრთნელი ბევრ გუნდში თამაშობდა, მათ შორისაა: “მანჩესტერ სიტი”, “ნიუკასლი” და “ქუინს პარკ რეინჯერსი”.

ცენტრალური შემტევი ნახევარმცველი – რონალდინიო

ამ ადამიანის დაპატიმრების მიზეზების შესახებ, დარწმუნებული ვარ უკვე ყველაფერი იცით. გაუჩო ციხიდან 1.5 მილიონ ევროიანი გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს.

მარჯვენა შემტევი ნახევარმცველი- ადამ ჯონსონი

ინგლისის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ადამ ჯონსონი, 2015 წლის მარტში, 15 წლის გოგოსთან სექსუალური კავშირის დამყარების გამო დააკავეს. 2016 წელს ის დამნაშავედ ცნეს და 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

მისი საფეხბურთო კარიერა საკმაოდ შთამბეჭდავია. ინგლისის ნაკრებში ადამმა 12 მატჩი ჩაატარა, საკლუბო დონეზე კი “სანდერლენდისა” და “მანჩესტერ სიტის” რიგებში თამაშობდა. ამ უკანასკნელის შემადგენლობაში პრემიერ ლიგის ჩემპიონიც გახდა.

მარცხენა შემტევი ნახევარმცველი – იან რაითი

მანამ, სანამ რაითი “არსენალსა” და ინგლისის ნაკრებში უმაღლეს დონეზე თამაშს დაიწყებდა, მას რამდენიმე კვირის ჩემლსფორდის ციხეში გატარება მოუხდა. აღნიშნული სასჯელი მან მართვის მოწმობის გარეშე საჭესთან ჯდომის გამო დაიმსახურა. 

ამ პერიოდმა მას განსაკუთრებული მოტივაცია მისცა, რათა პროფესიონალი ფეხბურთელი გამხდარიყო. იგი გატანილი გოლებით “არსენალის” ისტორიაშიც კი შევიდა. კლუბის რიგებში გატანილი 178-ე გოლი სარეკორდო გახლდათ. ამის შემდეგ მან კიდევ 7 გოლი გაიტანა და ლონდონური გუნდი დატოვა.

ცენტრალური თავდამსხმელი – დიეგო არმანდო მარადონა

დიეგო ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. სიტყვებით რთულია იმის აღწერა, თუ რამდენად გასაოცარი იყო იგი “ნაპოლისა” და არგენტინის ნააკრებში. ბევრი ადამიანი მას ყველა დროის საუკეთესოდაც მიიჩნევს და მესიზე წინ აყენებს. ეს განსაკუთრებით იმის დამსახურებაა, თუ რა წარმატებასაც მან არგენტინის ნაკრებთან ერთად, 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მიაღწია.

მიუხედავად ყველაფრისა, ლეგენდარულ ფეხბურთელს კანონთან მიმართებაში ბევრი პრობლემა ჰქონდა. 1998 წელს, ჟურნალისტისთვის საჰაერო შაშხანის სროლისთვის  მას ორ წლიანი დისკვალიფიკაცია და 10-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს. 

ამას გარდა, მარადონა ნარკო-სკანდალსა და პოლიციელებთან მრავალ დაპირისპირებაში ხვდებოდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • messi and iniesta
    schedule 10 აპრ 2020, 17:30

    საღოლ მაგარი თერთმეტეული გამოვიდა

    საღოლ მაგარი თერთმეტეული გამოვიდა

  • B.A.r.c.A
    schedule 10 აპრ 2020, 14:35

    Demetradze visze naklebia..?

  • Kolxi
    schedule 10 აპრ 2020, 11:27

    პაულო როსი! მსოფლიო ჩემპიონი და როგორც ვიცი მსოფლიოს ბომბარდირიც გახდა

  • Leo777
    schedule 10 აპრ 2020, 09:44

    ციტატა: Levani777
    ვინც არ იცით ევერტონის დროებითი მწვრთნელი რომ იყო რამდენიმე თამაშში დანკან ფერგიუსონი ეგეც იჯდა ციხეში ფეხბურთელობის პერიოდში. თან ეგ ერთადერთი ფეხბურთელია ისტორიაში რომელიც თვითონ მოედანზე გაკეთებული საქციელის გამო ჩააჯინეს ციხეში და არა მოედნის გარეთ გაკეთებულისთვის.


    ეგ მეც მაქ წაკითხული, ორი თვე იყო გლაზგოს ციხეში. კაროჩე ამდენ ბოდიალს პირდაპირ დაწერე ადმინ ვარასკოი ფეხბურთელების თერთმეტეული ან ფეხბურთელების თერთმეტეული რომლებიც დღედღეზე იგვარებდნენ.

  • Levani777
    schedule 10 აპრ 2020, 09:12

    ვინც არ იცით ევერტონის დროებითი მწვრთნელი რომ იყო რამდენიმე თამაშში დანკან ფერგიუსონი ეგეც იჯდა ციხეში ფეხბურთელობის პერიოდში. თან ეგ ერთადერთი ფეხბურთელია ისტორიაში რომელიც თვითონ მოედანზე გაკეთებული საქციელის გამო ჩააჯინეს ციხეში და არა მოედნის გარეთ გაკეთებულისთვის.

  • Pique_3
    schedule 10 აპრ 2020, 08:56

    ადრიანო რო იჯდა არაააა???!!🤔😂😂

  • me da barca
    schedule 10 აპრ 2020, 02:26

    3-ის გარდა ყველა ინგლისელია.