workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” “რეალის” ამომავალი ვარსკვლავისთვის იბრძვის

“ბარსელონა” “რეალის” ამომავალი ვარსკვლავისთვის იბრძვის

AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” რამდენიმე დიდ ევროპულ კლუბთან ერთად მადრიდის “რეალის” ახალგაზრდა შემტევ ნახევარმცველს აკვირდება. 

სესარ გელაბერტისთვის ბრძოლაში ყველაზე ბოლოს “მანჩესტერ იუნაიტედი” ჩაერთო. ინტერესს “არსენალი”, “დორტმუნდი” და “ლიონიც” გამოხატავენ, “ბარსას” კი, უკვე დიდი ხანია, ფეხბურთელის გადაბირება სურს და კატალონიელებს მიაჩნიათ, რომ უპირატესობა აქვთ. 

გელაბერტი 19 წლისაა და მიუხედავად იმისა, რომ “რეალის” ძირითად გუნდში დებიუტი ჯერ არ ჰქონია, კლუბისა და ნაკრების ახალგაზრდულ შემადგენლობაში საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგები აქვს და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • M10 S9 D11
    schedule 09 აპრ 2020, 23:34

    არ გამოგვატანს პერესი არაა ტყუილად წვალობთ