workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსა” ”ლანუსის” მეკარით ინტერესდება

”ბარსა” ”ლანუსის” მეკარით ინტერესდება

გასულ კვირას ”ბარსელონას” წარმომადგენლები არგენტინული ”ლანუსის” ახალგარდა გოლკიპერთან, ესტებან ანდრადონთან გავიდნენ კონტაქტზე და მოლაპარაკება დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაცია ესპანურმა პორტალმა, Sport.es გაავრცელა. არგენტინის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშით 20 წლის მეკარემ უკვე მიიქცია ყურადღება. ის ერთ-ერთ ტალანტურ მოთამაშედ მიიჩნევა.

”ლანუსის” პრეზიდენტმა, ნიკოლას რუსომ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”ბარსელონამ” იტერესი გამოიჩინა ახალგაზრდა მეკარის მიმართ და განაცხადა, რომ მოლაპარაკებები საწყის ფაზაში შევიდა. ახლა მიმდინარეობს შეთანხმების ფინანსური მხარის მოგვარება – ”ლანუსი” მეკარეში ოთხ მილიონ ევროს ითხოვ, ხოლო ”ბარსა” ცდილობს არგენტინელებს ფასი დააკლებინოს. სავარაუდოდ მოლაპარაკებები მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში