workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
0 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
იამალი 6'sports_soccer ფერმინი 22'sports_soccer რაფინია 50'sports_soccer პედრი 79'sports_soccer იამალი 84'sports_soccer
მარტინ ბრეითუეიტი: “ბარსელონაში” ყველა შესაძლო ტიტულის მოგება მინდა

მარტინ ბრეითუეიტი: “ბარსელონაში” ყველა შესაძლო ტიტულის მოგება მინდა

“ბარსელონას” დანიელმა ფეხბურთელმა, მარტინ ბრეითუეიტმა Instagram-ზე საინტერესო კითხვებს უპასუხა.

– როგორია ფრენკი დე იონგთან, ლეო მესისთან და მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან ვარჯიში?
– დე იონგი ნიდერლანდელი ლეგენდა და გონიერი ახალგარდაა; მესისთან ერთად ვარჯიში შესანიშნავია. თუ გინდა საუკეთესო გახდე, საუკეთესოსგან უნდა ისწავლო; ტერ შტეგენი დიდებული მეკარეა, მას თამაში ცეტრალურ ნახევარმცველადაც შეეძლო.

– რომელია თქვენს კარიერაში საუკეთესო გოლი?
– ჩემს კარიერაში საუკეთესო გოლს “ბარსელონაში” გავიტან. ამას სულმოუთქმელად ველი.

– ვინ არის საუკეთესო მეკარე და მცველი, რომლის წინააღმდეგაც გითამაშიათ?
– კეილორ ნავასი და ერიკ აბიდალი.

– რა არის თქვენი საუკეთესო მოგონება საფეხბურთო კარიერიდან?

– ჩემი ბავშვობის კლუბთან, “ესბიერგთან” ერთად თასის მოგება, მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემი ქვეყნის მაისურის ტარება და “ბარსელონაში” გადასვლა, რაც ახალი თავგადასავლების დასაწყისია.

– რომელი ტიტულის მოგება გსურთ “ბარსელონასთან” ერთად ამ სეზონში?
– ყველა შესაძლო ტიტულის მოგება მინდა.

– ვინ არის თქვენი შთაგონების წყარო ფეხბურთში?
– რონალდო ნაზარიო.

მარტინ ბრაითუეიტი “ბარსელონას” თებერვალში, “ლეგანესიდან” 18 მილიონ ევროდ შეუერთდა. დანიელმა კატალონიურ გრანდში 3 მატჩი ჩაატარა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • me da barca
    schedule 09 აპრ 2020, 01:35
    #4

    ნეტა ასეთი "დამშეული" იყოს ყველა.

  • სპარტაკი
    schedule 08 აპრ 2020, 21:34
    #3

    მე მომწონს ამის შემართება იმედია გაამართლებს … თუარადა ამის კარგიც მოსტკან კიდე..

  • FloweN
    schedule 08 აპრ 2020, 19:04
    #2

    ასეთი მოტოვირებული ბარსაში არავინ მახსოვს ბოლო წლებში, ასეთები უფრო ამართლებენ, ვიდრე სახელოვანი უტრაკოები

  • M10 S9 D11
    schedule 08 აპრ 2020, 18:48
    #1

    ამბიციები მომწონს 😀