როგორც იცით, გუშინ გაიმართა 1/2 ფინალის განმეორებითი შეხვედრა “მანჩესტერსა” და “შალკეს” შორის. ინგლისელებმა 4:1 იმარჯვეს. სერ ალექს ფერგიუსონი ძალიან გახარებული იყო იმით, რომ მეოთხედ გავიდა ამ გათამაშების ბოლო ეტაპზე. მას ასევე ეძლევა შანსი აიღოს რევანში “ბარსელონაზე” 2009 წლის ფინალისთვის.
“ზუსტად ორი წლის წინ, ჩვენ ვიყავით ფავორიტები “ბარსელონასთან” მატჩში. ზოგი ფიქრობს, რომ ფავორიტები ჯერ კიდევ ჩვენ ვართ, თუმცა “ბარსელონა” წელს არავის უთმობს ამ სტატუსს, ისინი ამ ეტაპზე საუკეთესოები არიან, ფორმის პიკში იმყოფებიან, თუმცა ამ მატჩში გამოცდილება ძალიან ბევრ რამეზე იმეტყველებს. ეს გამოჩნდა ჩვენს გასვლით შეხვედრაში, სადაც 2:0 ვიმარჯვეთ მეტოქეზე. “ბარსელონასთვის” მიმდინარე სეზონი უბრალოდ ბრწყინვალეა. ასე რომ, ფინალი ძალიან სანახაობრივი და დაძაბული გამოვა”.
“რატომ უნდა შეგვეპაროს საკუთარ ძალებში ეჭვი? დიახ, “ბარსელონა” შესანიშნავ სეზონს ატარებს ევროპაში, დიახ, პირველი გუნდი ოპტიმალურ ფორმაში არ არის, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენს შიშის საბაბს არ გვაძლევს. ყველამ კარგად იცის “ბარსელონას” სტილი, ამიტომაც ჩვენ რაღაც განსაკუთრებული გეგმა უნდა შევიმუშაოთ. “უემბლიზე” ორი დიდი ისტორიისა და ტრადიციების მქონე კლუბი წარსდგება. ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ ულამაზეს მატჩს ვიხილავთ”. დაასრულა ალექს ფერგიუსონმა.