ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ამჟამინდელმა გოლკიპერმა, ედვინ ვან დერ საარმა, განაცხადა, რომ თავისი გუნდი იმ შეცდომებს აღარ დაუშვებს “უემბლიზე”, რაც 2009 წელს რომში გააკეთა. შეგახსენებთ, რომ რომის ფინალში, ინგლისელებმა 0:2 დათმეს კატალონიურ “ბარსელონასთან”. იტყობინება “უეფას” ოფიციალური საიტი.
“ბარსელონა” დღესდღეობით ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, რაც ჩვენ ერთი–ორად გაგვირთულებს მიზნის მიღწევას. საჭიროა კიდევ ერთხე გადავავლოთ თვალი 2009 წლის ფინალს. აღარ უნდა დავუშვათ ის შეცდომები, რაც 2 წლის წინ. ძალიან ბევრი უნდა ვიშრომოთ, ვივარჯიშოთ, რათა საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ “უემბლის” ფინალს, “ბარსელონასთან” თამაში არავის ეგონოს იოლი, სწორედ ამიტომ ბევრად უკეთ ვითამაშებთ, ვიდრე ეს 2009 წლის რომის ფინალში გავაკეთეთ”. დაასრულა ვეტერანმა მეკარემ, რომელიც წელს კარიერას ამთავრებს.
