workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნეიმარის დაბრუნების დადებითი და უარყოფითი მხარეები

ნეიმარის დაბრუნების დადებითი და უარყოფითი მხარეები

“კამპ ნოუზე” ნეიმარის დაბრუნების შესახებ უკვე საკმაოდ ბევრი იწერება. “ბარსელონა” უძღები შვილის დაბრუნებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეეცდება, თუმცა არსებობს გარკვეული ფაქტორები, რამაც ორგვარი გავლენა შეიძლება იქონიოს კლუბზე.

ნეიმარის ტრანსფერი მესისთვის სასიხარულო იქნება. არგენტინელმა ნათლად განაცხადა, რომ ბრაზილიელ შემტევთან ერთად თამაში კვლავ სურს. პსჟ-ს ათიანის დამატება, მესის მეტ ხალისს შესძენს და “კამპ ნოუზე” თავს ბედნიერად იგრძნობს.

ნეიმარის დაბრუნება მარცხენა ფლანგს კვლავ საშიშს გახდის. მისი წასვლის შემდეგ ეს შემტევი რგოლი საკმაოდ შესუსტდა. ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ კი, შესაძლოა, MSN-ის ტრიოს ხილვა კვლავ შევძლოთ.

გარდა დადებითი ეფექტისა, ბრაზილიელის დაბრუნება ახალგაზრდების განვითარებაზე ცუდ გავლენას იქონიებს. ანსუ ფატის დრო მაქსიმალურად შეუმცირდება, რაც მის გაუმჯობესებაზე უარყოფითად იქნება ასახული.

ასევე “ბარსას” გულშემატკივრებში მაინც იქნება ჩუმი საუბრები ნეიმარის 2017 წელს წასვლის შესახებ და კლუბის მიმართ უარყოფით ქმედებაზე. ამ ყოველივემ, შესაძლოა, ფანების ორ ნაწილად გაყოფა გამოიწვიოს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • MARADONA1968
    schedule 07 აპრ 2020, 21:47

    ციტატა: me da barca

    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    ამის ათამაშების იმედი კიდევ გაქვთ? ჩამოწერილი საქონელია.


    დემბუზაა ბარსას მომავალი. 😉


    მოგესალმებით, ხარებას გილოცავთ!
    კი გამოიყურება ჩამოწერილი ტავარივით, მარტო ნეი არა, მესიც და ბევრის ჩამოთვლას არ დავიწყებ. ფსიქოლოგიურად თუ ვიმსჯელებთ, მათაც კარგად იციან როგორებიც არიან დღეს, ამიტომაც ბევრად მოტივირებულები, უფრო მეტად ჯილკიანები გაგვეჩითებიან მოედანზე. რაღაცით მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად გაგვაოცებენ. კი ბატონო ნეი მაგრა ნანობს. ჩემი ინტუიციით ნეი ბარსაში ბევრად საუცხოოდ ათამაშდება, დაშვებულ საბურავივით დაცემულ მესისთან ერთად. მჯერა "ამ სიბერეში" ესენი კიდევ ბევრად სასწაულ ფეხბურთს უჩვენებენ სამყაროს. არ ვიცი, რა გითხრათ მეგობრებო, ბარსას წარმატებები, როგორც თქვენ გწყურიათ, ასევე მეც.

  • me da barca
    schedule 07 აპრ 2020, 12:09

    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    ამის ათამაშების იმედი კიდევ გაქვთ? ჩამოწერილი საქონელია.


    დემბუზაა ბარსას მომავალი. 😉

  • Messi101
    schedule 07 აპრ 2020, 11:32

    საცოდავი ხელმძღვანელობა გვყავს აგერ მე და აგერ თქვენ ტრანსფერების ბოლოს შეადარეთ და ნახავთ შედარებას ნეტა პერესი იყოს ჩვენი პრეზიდენტი

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 07 აპრ 2020, 10:36

    ამის ათამაშების იმედი კიდევ გაქვთ? ჩამოწერილი საქონელია.

  • Bakero
    schedule 07 აპრ 2020, 02:53

    ჰო აი ფატის გრიზმანის ტანჯვა აყურებინეთ იდიოტებო და მაგრად გაიზრდება 😡

  • MARADONA1968
    schedule 07 აპრ 2020, 02:30

    დღევანდელი და თუნდაც ბოლო 2-3 წლის ბარსას თამაშებიდან გამომდინარე ჩემი აზრით ნემო აუცილებელია ახლა ბარსაში. ჯერ იმიტომ რომ ბევრად შემაშინებელი და კლუბების რისხვა ტრიო გვეყოლება მსნ სახით, ვიდრე იყვენ მაშინ. ნემოს მოსვლით ბევრად მოტივირებული, ხალისიანი და დედისმფეთქელი გახდება სასტავი, განსაკუთრებით მესი, იმიტომ რომ დაიღალა ბოატენგისნაირ იგროკების ყურებით. ფაქტი სახეზეა თვითონაც მაგ დონის გახდა და დაეცა, რომელსაც დარწმუნებული ვარ ძალიან განიცდის, მარტო ეგ არა! ასევე პიკე სუაც და ბუსიც. გეთანხმებით ასაკი თვისას შვრება მაგრამ ინტუიცია მკარნახობს, მსნ ერთად სამყაროს კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს.
    რაც შეეხება ახალგაზრდების განვითარებაზე? კარგი მწვრთნელის ხელში. არანაირად ცუდ გავლენას არ მოახდენს, პირიქით მათთან უფრო მეტი შანსია განვითარების.

  • ფლოკი
    schedule 07 აპრ 2020, 01:29

    Logikurad ro vimsjelot neimarshi 200 milionic araa gadasaxdeli, karieris pikshi ro imyopeboda 220 ad gavushvit, axla travmebisken midrekili asakshi shesuli mentalurad damsxvreuli tipi 200 ad rato unda gamovisyidot, mag tanxad wesier cxriansac moviyvant uproblemod