ნაპოლის მწვრთნელს, ჯენარო გატუზოს, სჯერა, რომ ფაბიან რუისს სწორედ ის მონაცემები აქვს, რაც მას უნიკალურს გახდის:
“ის არის ნახევარმცველი, რომელიც ეპოქას შექმნის”. – ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Tribuna.
ფაბიანი, რომელიც პარასკევს 24 წლის გახდა “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალის” სატრანსფერო გეგმებში შედის. მათ გარდა, პრემიერ ლიგის გრანდები, “ლივერპული” და “მაჩესტერ სიტი”, ასევე ცდილობენ ესპანელის გადმობირებას.
მადრიდული გაზეთის, Diario AS-ის ცნობით, კიკე სეტიენს ფაბიან რუისთან ერთად კიდევ ერთხელ მუშაობის ძალზე დიდი სურვილი აქვს. სეტიენი ფაბიან რუისთან ერთად “ბეტისში” იმყოფებოდა, რა დროის განმავლობაშიც ესპანელმა 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა. სევილიურ გუნდში თამაშისას ფაბიანმა 3 გოლი და ექვსი ასისტი მიითვალა. აღნიშნული სეზონის შემდეგ კი “ნაპოლის” მისი ტრანსფერი 30 მილიონი ევრო დაუჯდა.
ესპანელ ნახევარმცველს ნაპოლისთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მის სატრანსფერო ფასად 60 მილიონი ევროა მითითებული.




ფინალის გამეორება იქნება ძმა?
ფირპო ხო უნდა ნაპოლის ხოდა ბარტერი უნდა აწყობდეს წესით
ვინც დღეს უნივერსალზე ბარსა იუვეს ელოდება ამ კომს ლაიქი😍