workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დე ბლეკერე კმაყოფილია თავისი მუშაობით

დე ბლეკერე კმაყოფილია თავისი მუშაობით

დე ბლეკერემ დღეს განაცხადა, რომ კმაყოფილია თავისი მუშაობით ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარ-ფინალურ შეხვედრაში, რომელიც კატალონიის ”ბარსელონასა” და მადრიდის ”რეალს” შორის, ”კამპ ნოუზე” გაიმართა.

დე ბლეკერეს მსაჯობასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები წარმოიშვა ესპანეთში. მოგეხსენებათ, ბელგიელმა არბიტრმა არ ჩათვალა იგუაინის მიერ გატანილი გოლი და წესების დარღვევა ”ბარსელონას” სასარგებლოდ დააფიქსირა. ”თეთრები” მიიჩნევენ, რომ მსაჯის ამ გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვანი ზეგავლება იქონია ”რეალის” წარმატებაზე.

ბელგიურმა პრესამ დღეს გაავრცელა კრიშტიანუ რონალდუს კომენტარი მსაჯის მიერ არ ჩათვლილ გოლთან დაკავშრირებით. რონალდუმ გააკრიტიკა დე ბლეკერე და განაცხადა, რომ მადრიდელებმა გოლი სამართლიანად გაიტანეს და რეფერის გადაწყვეტილება არასწორი იყო.

ბელგიური მედია მიიჩნევს, რომ ბლეკერემ სამართლიანად არ ჩათვალა გოლი, მაშინ, როდესაც საზოგადოებრივი რადიო ”francófona”-ს ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ ჯარიმა ”არ იყო ცალსახა”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში