workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ჩელსი” და “მანჩესტერ სიტი” ლაუტაროსთვის იბრძოლებენ

“ჩელსი” და “მანჩესტერ სიტი” ლაუტაროსთვის იბრძოლებენ

სხვადასხვა გამოცემებსა და ჟურნალ-გაზეთებში “ბარსელონას” მხრიდან ლაუტარო მარტინესის შეძენის სურვილის შესახებ კვლავ პირველივე ფურცლებიდან შევიტყობთ.

მიუხედავად “ბარსას” მხრიდან ლაუტაროს “ინტერიდან” ტრანსფერის დიდი სურვილისა, კატალონიური გრანდი არ იქნება ერთადერთი გუნდი, რომელიც მისი დამატებისთვის იბრძოლებს.

ესპანური გამოცემის, Sport-ის, თანახმად, პრემიერ ლიგის გიგანტები, “ჩელსი” და “მანჩესტერ სიტი” ლაუტარო მარტინესის შეძენით ასევე არიან დაინტერესებულნი. ორივე ინგლისური გუნდი მზადაა “ინტერისთვის” გამოსასყიდი თანხის გადასახდელად და ასევე ფორვარდისათვის წელიწადში 10 მილიონიანი კონტრაქტის შესათავაზებლად.

მიმდინარე სეზონში ლაუტარო მარტინესმა “ნერაძურის” რიგებში 16 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

“ბარსელონა” დარწმუნებულია, რომ არგენტინელი თავდამსხმელი კატალონიურ გრანდს არიჩევს, პირველ რიგში, ლეო მესისთან ერთად თამაშის სურვილის გამო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • M10 S9 D11
    schedule 03 აპრ 2020, 12:33

    იმედია რომელიმე წაიყვანს

  • El pistolero 9
    schedule 02 აპრ 2020, 22:36

    ერთს ჟესუსი ყავს მეორეს აბრაჰამი და რად უნდათ ეს ჩემისა🤔🤔