workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
შესაძლოა, რომ მოურინიო ”ვიპ” სტუმრებისთვის განკუთვნილ ლოჟაში განთავსდეს

შესაძლოა, რომ მოურინიო ”ვიპ” სტუმრებისთვის განკუთვნილ ლოჟაში განთავსდეს

ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარ-ფინალურ შეხვედრაში, მსაჯთან კამათის გამო, მადრიდის ”რეალის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო მოედნიდან იქნა გაძევებული. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პორტუგალიელ სპეციალისტს ”უეფამ” ოთხ მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიანიჭა, რის გამოს ის ვერ შეძლებს ”კამპ ნოუზე” თავისი გუნდისთვის მითითებების მიცემას სათადარიგოთა სკამიდან.

”ბარსელონას” ხელმძღვანელობა მზადაა, ადგილი გამოუყოს ”რეალის” მწვრთნელს ”ვიპ” სტუმრებისთვის განკუთვნილ ლოჟაში, რა თქმა უნდა თუ ამას თავად პორტუგალიელი სპეციალისტი და კლუბის ხელმძღვანელობა ისურვებენ. ”ვიპ” სტუმრებისთვის განკუთვნილი ლოჟა ყველაზე უსაფრთხო ადგილი იქნება ჟოზესთვის. ის საკუთარ ფეხბურთელებთან ერთად მოვა სტადიონამდე და თამაშის დაწყებამდე თავისთვის განკუთვნილ ადგილზე გადაინაცვლებს, თუმცა პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ლოჟაში მოხვედრამდე მოურინიომ ის სექტორი უნდა გაიაროს, რომელშიც გულშემატკივრები სხედან. ეს ერთგვარად საფრთხეს წარმოადგენს პორტუგალიელისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ”ბარსელონას” ხელმძღვანელობა მზადაა უსაფრთხოების მიზნით ”რეალის” მწვრთნელს დამატებითი დაცვა გამოუყოს. გარდა ამისა, ნიშანდობლივია, რომ ”ვიპ” სტუმრებისთვის განკუთვნილ ლოჟაში მოხვედრა დაახლოებით 20,000 ევრო ღირს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში