workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
უპამეკანო vs კუასი: ვინ გახდება “ბარსას” ცენტრალური მცველი?

უპამეკანო vs კუასი: ვინ გახდება “ბარსას” ცენტრალური მცველი?

სამუელ უმტიტის არასტაბილურობისა და ჟერარ პიკეს ასაკის მატების გათვალისწინებით, “ბარსელონა” ცენტრალური მცველის პოზიციის გაძლიერებაზე ზრუნავს და დიდი ალბათობით, ზაფხულში ახალ ფეხბურთელს დაიმატებს. 

კატალონიელებს ორი მთავარი კანდიდატი ჰყავთ: დასავლეთ აფრიკული წარმოშობის ახალგაზრდა ფრანგი მოთამაშეები. 

დაიო უპამეკანო

უპამეკანოს, “ბარსელონას”, უკვე დიდი ხანია, უკავშირებენ. “ლაიფციგს” შესანიშნავი სეზონი აქვს, დაიო კი გერმანული კლუბის მნიშვნელოვანი წევრია. შედეგად, ის არა მხოლოდ “ბლაუგრანას”, კიდევ არაერთი დიდი კლუბის ინტერესს იმსახურებს. 

21 წლის ფეხბურთელი ფიზიკურად ძლიერია, ჰაერში კარგად თამაშობს და უკანა ხაზიდან ბურთის ამოტანაც შეუძლია. მოსალოდნელია, რომ უპამეკანო მალე საფრანგეთის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრი გახდება. მას “ლაიფციგთან” კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს და “ბარსას” მისი შეძენა 60 მილიონი ევრო დაუჯდება. 

ტანგი კუასი

უპამეკანოსთან შედარებით, კუასი არც ისე ცნობილი მოთამაშეა. 17 წლის მცველი “პარი სენ-ჟერმენის” რიგებში გამოდის და მიმდინარე სეზონში 13 მატჩი აქვს ჩატარებული, რომელთაგან ორში გოლის გატანაც მოახერხა. მისი პლიუსი სტანდარტული სიტუაციების დროს ეფექტურობაა. გამოცდილების ნაკლებობის მიუხედავად, ტანგი მოედანზე საკმაოდ თავდაჯერებულია. 

კუასის მოქმედი კონტრაქტი მომდევნო ივნისში სრულდება, თუმცა მას პსჟ-სთან პროფესიონალური ხელშეკრულება ჯერ კიდევ არ აკავშირებს. ამიტომ, მისი შეძენა “ბარსელონას” გაცილებით იაფად შეეძლება.  

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • MARI=BARCA-fan
    schedule 27 მარ 2020, 21:12

    ციტატა: datogogsadze
    პსჟ ვინმეს გაგვატანს 🙂


    რად გვინდა რომ?
    ყველა ბარსას გასაზრდელი რატომ უნდა იყოს? საბავშვო ბაღად გადააქცია ბართომ, მერე მიზეზიც აქვთ – ვერ მოერგო ბარსასო.
    უპამეკანო გვჭირდება.

  • Alien messi
    schedule 27 მარ 2020, 21:01

    კუასი იმპონტშია კაი რო პსჟს ვაზარალებთ😅 თორი კლასით უპამეკანო რათქმაუნდა.

  • Kortes
    schedule 27 მარ 2020, 19:23

    ტოდიბო და არაუხოს რო მსიცენ დრო და შანსი არიქნება ურიგო არცერთი არგამოიყურება ცუდად

  • dima359
    schedule 27 მარ 2020, 19:09

    ორივე მოიყვანონ… კუასი მომავლისთვის პიკეს შემცვლელად და უპამეკანო ახლაა საჭირო ძირითად შემადგენლობაში. ტოდიბო და არაუხოც კარგად გამოიყურებიან, შეიძლება რამე გამოვიდეს მათგან… თუ არ გაყიდეს ორივე…

  • datogogsadze
    schedule 27 მარ 2020, 18:58

    პსჟ ვინმეს გაგვატანს 🙂

  • Adama traore
    schedule 27 მარ 2020, 16:48

    რაის კუასი უპამეკანო მოაგვარებს პრობლემებს

  • GioKakiashvili
    schedule 27 მარ 2020, 16:31

    Upamekano mshvenieri iqneboda

  • M10 S9 D11
    schedule 27 მარ 2020, 16:31

    კუასი არა ლეღვი უპამეკანო მოიყვანეთ

  • nikusha
    schedule 27 მარ 2020, 16:29

    უპამენკანო