მიუხედავად სტუმრად 0:2 გამარჯვებისა, ჩავიმ განაცხადა: “ჩვენი სტილი შეტებაა, არ ვაპირებთ დაცვაში ჩადგომას, მოსულ ფანებს ლამაზი თამაში უნდა ვაჩვენოთ და ისინი დაცვაში ჩადგმოის უფლებას არ მოგვცემენ”.
ჩავიმ ყველა იმ “კლასიკოსში” მიიღო მონაწილეობა, რომელიც მიმდინარე სეზონში ჩატარდა. არც დღევანდელ თამაშზე აპირებს სათადარიგზე დაჯდომას. მან პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა გუნდის მომავალზე.
“ჩვენ დიდი უპირატესობა გვაქვს”
ჩავი პატარაობისას “ბარსას” დიდი გულშემატკივარი იყო და დიდი მოტივაციით ელოდა უშუალო მეტოქესთან, მადრიდის “რეალთან”, შეხვედრას. ახლა კი იგი ამ გუნდის ერთ–ერთი ლიდერია ამბობს, რომ “ეს არის უდიდესი გრძნობა და სიამოვნება, მიიღო ამ მატჩში მონაწილეობა. ჩვენ დიდი უპირატესობა გვაქვს ახლა და უნდა გამოვიყენოთ ეს”.
“ბარსა”–საკუთარი ფილოსოფიის ერთგული
“კამპ ნოუზე” შეიძლება “რეალის” სრულიად განსხვავებული ტაქტიკა ვიხილოთ. ამასთან დაკავშირებით ჩავიმ განაცხადა: “პირველ მატჩში განცდილი მარცხი, მათ იძულებულს ხდის ითამაშონ შეტევით ფეხბურთი. წინა მატჩში, ისინი თამაშობდნენ კონტრშეტევებზე და მხოლოდ კარგი ანგარიში სურდათ, თუმცა ჩვენ ჩვეულად შევუტიეთ და წარმატებაც მოვიპოვეთ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ულტრა–დაცვით გვეთამაშებოდნენ. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენი გუნდი არ უღალატებს საკუთარ სტილს და შეეცდება მეტოქე მცველები შეაწუხოს მთელი 90 წუთის განმავლობაში. ჩვენ თამაშის სხვა სტილი უბრალოდ არ ვიცით”.
მოედნის გარეთ მომხდარი ინციდენტი
მოგეხსენებათ, “ბერნაბეუზე” გამართული შეხვედრის შემდეგ, არ ჩამცხრალა აგრესია კლუბებს შორის, ამასთან დაკავშირებით ჩავი ერნანდესმა განაცხადა: “ეს ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის, არამგონია სპორტში მისაღები იყოს ასეთი რამ. მე ნამდვილად არ მსურს, რომ დაისაჯოს მადრიდის თავკაცი. ჩვენ იმ დღეს უკეთ ვითამაშეთ და დამსახურებულადაც გავიმარჯვეთ. ჩვენ გვსურს ყველაფერი ფეხბურთის თამაშით გავარკვიოთ და არა ოფიციალური წერილებით”.
სამაგალითო ქცევა
“ჩვენი ქმედებები ნამდვილად სამაგალითო იყო. თუკი რამე ხდებოდა, იმ წამსვე, მოედანზევე ვამთავრებდით, არცერთ ჩვენგანს მინდვრის გარეთ კონფლიქტი არ გაგვიგრძელებია”.
