workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” და კოუტინიო გზაგასაყარზე

“ბარსელონა” და კოუტინიო გზაგასაყარზე

ფილიპე კოუტინიო “ბარსელონას” თავის ტკივილად იქცა. “ბარსა” ვერ პოულობს კლუბს, რომელიც ბრაზილიელში 80 მილიონ ევროს გადაიხდის.

გასულ ზაფხულს, “ასულგრანამ”, შეთანხმებას მიაღწია “ბაიერნთან”, თითქოს ეს საუკეთესო გამოსავალი იყო შექმნილ სიტუაციაში, მაგრამ კოუტინიომ გერმანელების იმედი ვერ გაამართლა და მის გამოსყიდვას არ ეცდებიან. მითუმეტეს 120 მილიონ ევროდ – სწორედ ეს თანხაა კონტრაქტში მითითებული.

როგორც ჩანს “ბარსელონა” საბოლოოდ შეეგუა იმას, რომ კოუტინიოს ტრანსფერით იზარალებს, ახლა მხოლოდ იმაზე მიდის მუშაობა, რომ ზარალი რაც შეიძლება ნაკლები იყოს.

“ბარსას” აქამდეც უჭირდა მყიდველის პოვნა, კორონავირუსის ფონზე კი პრაქტიკულად შეუძლებელია ვინმემ 80 მილიონი ევრო გადაიხადოს.

მცირე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კიკე სეტიენს კოუტინიოს დაბრუნება სურს, თუმცა, ჯერ ის არ არის გარკვეული, თავად სეტიენი დარჩება თუ არა კლუბში.

ასე რომ, “ბარსას” ორი ოპტიმალური ვარიანტი აქვს. ან რომელიმე ტრანსფერში ჩართავენ ბრაზილიელს, ან ისევ იჯარით გაუშვებენ, სავარაუდოდ პრემიერ ლიგაში.

კოუტინიოს გადაბირების მსურველები, კვლავ იგივე კლუბები არიან: “ჩელსი”, “მანჩესტერ უნაიტედი”, “ტოტენჰემი”. ბოლო პერიოდში ბრიტანულ პრესაში რამდენიმე მოწოდებაც გაისმა იმის შესახებ, რომ კოუტინიო “ლივერპულმა” უნდა დაიბრუნოს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • lesane C
    schedule 25 მარ 2020, 20:53

    რა იჯარით გაშვება ვაბშე დაეცემა ამის ფასი,არც მანამდე არ უნდა გაეშვათ უაზრობა ქნეს ან გაეყიდათ ან შანსი მიეცათ კიდე

  • me da barca
    schedule 25 მარ 2020, 12:39

    მარტო კოუტინიო, რომ იყოს ბარსას თავისტკივილი რა გვიჭირს.