workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როსელი ინტერვიუ

როსელი ინტერვიუ

ს.კ. “ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა “რეალთან” გასამართი შეხვედრის წინ, ინტერვიუ მისცა “ას”–ს, სადაც განაცხადა, რომ ძალიან არ მოსწონს ურთიერთობა “რეალისა” და “ბარსას” ფანებს შორის.

 

– კმაყოფილი ხართ პირველი მატჩის შედეგით?

 

– არავის ეგონოს, რომ ასე მარტივია ჩახვიდე მადრიდში და გაიტანო ორი უპასუხო გოლი. “თეთრებმა” ბოლომდე იბრძოლეს და საკმაოდ კარგი მატჩი ჩაატარეს. ეს ფეხბურთია, ასე რომ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

 

– როგორი დამოკიდებულება გაქვთ მადრიდულ კლუბთან მას შემდეგ, რაც მოხდა მოედანზე?

 

– მომენტით ვისარგებლებ და ჩვენს ერთგულ ფანებს ვთხოვ, რომ ბოლომდე დაუჭირონ მხარი “ბარსელონას” და არ აყვნენ მეტოქის პროვოკაციას. ამას იქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ძალიან არ მომეწონა ურთიერთობა “რეალისა” და “ბარსას” ფანებს შორის. ატომსფერო, რომელიც სუფევდა გულშემატკივრებშ შორის, “ბერნაბეუზე”, უბრალოდ ძალიან არასასიამოვნო იყო.

 

– გსურთ, რომ ეს ყველაფერი ოფიციალურად გაარკვიოთ?

 

– ჯერ გეგმაში არაფერი მაქვს. სხვა საქმეა ურთიერთობა “რეალის” წარმომადგენლებთან და სხვა, როცა ადამიანს სთხოვ მშვიდად იყოს მოედანზე, აუცილებელია თავის ხელში აყვანა.

 

– თქვენ უკვე ესაუბრეთ ფლორენტინო პერესს?

 

– არა, ჯერ არ მისაუბრია. ისევე როგორც კლუბის სხვა წევრებთან.

 

– თქვენ უკვე იცით, ტრიბუნის რომელი ადგილიდან ადევნებს ჟოზე მოურინიო მატჩს თავლყურს?

 

– იმ ადგილიდან, რომელსაც მიუჩენს “უეფა”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში