workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
შესაძლოა, ინიესტამ ”რეალის” წინააღმდეგ ითამაშოს

შესაძლოა, ინიესტამ ”რეალის” წინააღმდეგ ითამაშოს

ხვალ, თბილისის დროით 22:45 საათზე, ”კამპ ნოუზე” გაიმართება ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარ-ფინალური მატჩი კატალონიის ”ბარსელონასა” და მადრიდის ”რეალს” შორის.

პირველი შეხვედრა აღნიშნულ გუნდებს შორის 27 აპრილს, მადრიდის ”სატიაგო ბერნაბეუს” სტადიონზე გაიმართა და კატალონიელების გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 0:2. კასილიასის კარი ორივე შემთხვევაში ლიონელ ანდრეს მესიმ აიღო.

”ბერნაბეუზე” გამართულ მატჩში, ტრავმის გამო, მონაწილეობა ვერ მიიღო ანდრეს ინიესტამ. მას ფეხის კუნთი ჰქონდა დაჭიმული. ანდრესმა ასევე გამოტოვა მატჩი, რომელიც კატალონიელებმა ”რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ გამართეს.თუმცა დღეს სხვადასხვა სპორტულმა გამოცემამ გაავრცელა სასიხარულო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინიესტა მზადაა ”რეალის” წინააღმდეგ სათამაშოდ. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების საფუძველი გახდა ანდრესის ვარჯიში გუნდთან ერთად.

უნდა აღინიშნოს, რომ ანდრეს ინიესტას ძალიან უნდა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარ-ფინალურ მატჩში მონაწილეობის მიღება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში