UEFA-ს სლოვენიელი პრეზიდენტი, ალექსანდრ ჩეფერინი აცხადებს, რომ მისი ორგანიზაციის მიზანი ეროვნული ჩემპიონატების დასრულებაა.
“კიდევ ერთხელ მოვუსმინე ცრუ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ UEFA ჩემპიონატებს ურჩევს, სეზონი ნაადრევად დაასრულონ და სატურნირო ცხრილში ამჟამად პირველ ადგილზე მყოფი გუნდები ჩემპიონებად დაასახელონ.
შემიძლია გითხრათ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენი მიზანი ჩემპიონატების დასრულებაა. UEFA-ს მსგავსი რეკომენდაციები არცერთი ასოციაციისთვის ან ჩემპიონატისთვის არ მიუცია”, – განაცხადა ჩეფერინმა Mirror-თან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ ადრე გავრცელებული ინფორმაციით, UEFA ეროვნულ ჩემპიონატებს სეზონის შეწყვეტასა და ჩემპიონების ნაადრევად დასახელებას ურჩევდა.
ნუ მაინც არ ვატარებთ კარგ სეზონს. მაგრამ აჯობებს ტურნირი გაგრძელდეს, გუნდს მეტი სათამაშო პრაქტიკა ექნება, ასევე კიკეს ექნება მეტი შანსი, რომ გუნდი დახვეწოს.🎼
იმის მიუხედავად რიმ ბარსა პირველზეა და ნაადრევად დასრულების შემდეგ ჩემპიონი გახდება მე პირადად ეს არ მსურს რადგან მე მსურს ფეხბურთის ყურება, ბრძოლა, დრამა, ფინალი და ბოლოს სიხარული და არა მარტო ის რომ შევხედო რომელ ადგილზეა ბარსა და როგორ აწევენ ემოციების გარეშე თასს
სისულელეა უეფას ვინ კითხავს ვინ როდის დაასრულებს ქვეყნის ჩემპიონატს