მოგეხსენებათ, ხვალ გაიმართება ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის საპასუხო მატჩი, სადაც კატალონიის “ბარსელონა” უმასპინძლებს მადრიდის “რეალს”, მშობლიურ “კამპ ნოუზე”. მატჩი ძალიან სანახაიბრივი და დაძაბული იქნება. ეს ასეც უნდა იყოს, რადგანაც საქმე ფინალში ასპარეზს ეხება. ამ მატჩთან დაკავშირებით, “ბარსელონას” ბრაზილიელმა ლეგიონერმა, დანიელ ალვესმა, ანდრეუ ფოტასმა და ხეფრენ სუარესმა ინტერვიუ მისცეს გავლენიან ესპანურ გამოცემას, “სპორტს”.
მოურინიოს სიტყვების მიუხედავად, რომ “რეალი” ყველაფერს გააკეთებს ფინალში გასასვლელად და ეცდება წარმატებით ჩააბაროს კატალონიური გამოცდა, “ბარსას” ფეხბურთელები მაინც მოტივირებულები არიან. ალვეში იყო ერთ–ერთ იმ ფეხბურთელთაგან, რომლის წინააღმდეგაც იუხეშეს “ბერნაბეუზე”, ამიტომ მან კარგი ფეხბურთის თამაშით უნდა გადაუხადოს მათ სამაგიერო: “ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ, გუნდი სუპერ–მოტივირებულია. ჩვენ ძალიან სახიფათო მეტოქეს ვხვდებით, რომელთან გამარჯვების შემთხვევაშიც წარმატებით ჩავაბარებთ 1/2 ფინალურ გამოცდას”.
ბრაზილიელმა განაცხადა, რომ ის კრიტიკა, რომელიც მისსა და პეპეს დუელს მოჰყვა, უსაფუძვლოა: “არ ღირს იმაზე საუბარი, ჩამარტყა თუ არა პეპემ, ჩვენ ორივემ ვიცით რაც მოხდა. ზოგიერთ გაზეთს, არანაირი არგუმენტი არ აქვს და ისე მაკრიტიკებს, მაგრამ ბედი მქონია, რომ წვივი წესრიგში მაქ. დიდი მადლობა ღმერთს, რომ ტრავმა არ მივიღე”.
“ბარსელონას” ახალგაზრდა კანტერანოელი, ანდრეუ ფონტასიც, ძალიან ღელავს მატჩის წინ, იგი აცნობიერებს, რომ “რეალი” ნამდვილად სახიფათო მეტოქეა: “მადრიდის “რეალი” აქ მოსაგებად, ჩამოდის. დარწმუნებული ვარ ძირითად დროს შეტევაში გაატარებენ და შეეცდებიან გოლების გატანას. იმედი მაქვს, ვერ გაიმარჯვებენ და შემდეგ ეტაპზე “ბარსელონა” იასპარეზებს”.
ხეფრენ სუარესმა თავის მხრივ განაცხადა, რომ ეს მატჩი სრულიად განსხვავებული იქნება “ანოეტაზე” გამართული შეხვედრისგან. “სოსიედადთან” გუნდი უბრალოდ გადაღლილი იყო: “ახლა ჩვენ ყველანი მადრიდზე ვფიქრობთ. მე ძალიან მიხარია ამ გუნდში ასპარეზი და დიდი მადლობა გვარდიოლას, რომ მაძლევს სათამაშო დროს. თავს შესანიშნავად ვგრძნობ მოედანზე, მიუხედავად იმისა, რომ “ანოეტაზე” მატჩი მცირე დისკომფროტით დავასრულე”.
