workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის რუბიალესი: ლა ლიგის ჩემპიონი ნაადრევად არ გამოცხადდება

ლუის რუბიალესი: ლა ლიგის ჩემპიონი ნაადრევად არ გამოცხადდება

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლუის რუბიალესმა, Sport-თან ინტერვიუში უარყო, რომ “ბარსელონა” ლა ლიგაში სეზონის დასრულების შემთხვევაში, ნაადრევად გაჩემპიონდება.

“ჩემპიონატი 30 ივნისამდე დასრულდება, თუ ამის საშუალება გვექნება. თუმცა, ნახსენები თარიღი, შესაძლოა, შეიცვალოს. ჩვენი მიზანია, ლა ლიგა სამართლიანი წესით ჩამთავრდეს.

სეზონის დასრულებას და, მით უმეტეს, ცხრილის ლიდერების ნაადრევად გაჩემპიონებას, არ განვიხილავთ. ამგვარი გადაწყვეტილება უსამართლო იქნებოდა.”

შეგახსენებთ, კორონავირუსის გამო ლა ლიგა მინიმუმ აპრილის დასაწყისამდე შეჩერებულია. ამჟამად, პირველ ადგილზე “ბარსელონა” 58 ქულით იმყოფება და  მეორეადგილოსან მადრიდის “რეალს” 2 წულით უსწრებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward