“‘Gracias equipo'” ალბათ ყველას დაგაინტერესათ თუ რას ნიშნავს ეს ფრაზა ქართულად. ეს კატალონიელ გულშემატკივართა უსაყვარლესი ფრაზაა, ისინი ადიდებენ თავის ფეხბურთელებს – “მადლობა გუნდს”, სწორედ ამ ტრაფარეტით წარსდგებიან “ელ კლასიკოზე” “ბარსელონას” ფეხბურთელები თავის სტადიონზე.
მთელი სტადიონის მასშტაბით დაწერილი იქნება ეს ფრაზა. გულშემატკივრები მადლობას უხდიან გუნდს, იმისათვის, რომ მათ ბოლო 4 “ელ კლასიკოში” 390 წუთის მანძილზე იშრომეს დაუღალავად, მოედანზე სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლეს, გაიტანეს 8 ბურთი და საკუთარ კარში მიიღეს მხოლოდ 2. კატალონიელი ფანები ყოველთვის მადლობელნი იქნებიან საკუთარი კუმირებით, ფეხბურთელებით, რომლებმაც არაერთი სასიხარულო წუთი აჩუქეს. რა თქმა უნდა პუბლიკა ბოლომდე მხარს დაუჭერს კლუბს, რომელმაც ძალიან დიდი ნაბიჯი გადაგა “უემბლის” ფინალისაკენ.
ფეხბურთელები კი თავის მხრივ შეეცდებიან მადლობა გადაუხადონ ფანებს ასეთი მხარდაჭერისათვის და კიდევ ერთხელ დაამარცხონ მადრიდის “რეალი” საკუთარ მოედანზე.
დაახლოებით სტადიონის სახე ასეთი იქნება:
ეს კი ვიდეო:
[media=http://www.youtube.com/watch?v=e0xbyt4o_tc]
