Goal.com-ის ინფორმაციით, ლონდონის “ჩელსი” “ბარსელონას” მცველისა და ფლანგის ნახევარმცველის, მარკ კუკურელიას სიტუაციას აკვირდება.
კუკურელია, 2019 წლიდან, “ხეტაფეს” შემადგენლობაში იჯარით თამაშობს. “ბარსელონასთვის” მისი გამოსასყიდი თანხა 6 მილიონი ევროა, “ჩელსისთან” შეთანხმების შემთხვევაში კი საფასური 25 მილიონი იქნება, საიდანაც “ბარსა” წილს მიიღებს.
“ჩელსის” კუკურელიათი ემერსონ პალმიერისა და მარკოს ალონსოს შეცვლა სურს, რომლებიც, სავარაუდოდ, ზაფხულში კლუბს დატოვებენ.




80მილიონი და თქვენია 😂😂😂