workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ვესტ ბრომვიჩი” “ბარსასგან” ფულის მიღებას ისევ უშედეგოდ ელის

“ვესტ ბრომვიჩი” “ბარსასგან” ფულის მიღებას ისევ უშედეგოდ ელის

ცენტრფორვარდი ლუი ბარი, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ ინგლისური ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნეოდა, “ბარსელონამ” დიდი ძალისხმევით შეიძინა, არ ათამაშა და უკან, ბრიტანეთში დააბრუნა. 

The Express and Star-ის ინფორმაციით, ბარის ყოფილი კლუბი, “ვესტ ბრომვიჩი”, ისევ უკმაყოფილოა – ისინი, უკვე დიდი ხანია, “ბარსელონასგან” ტრანსფერის საფასურის გადახდას ითხოვენ, მაგრამ “ბარსა” უარზეა. 

“ვესტ ბრომი”, ინგლისის საფეხბურთო ლიგის დახმარებით, კატალონიელებს უჩივის და კუთვნილი 235 ათასი ფუნტის მიღებას ითხოვს. მოსალოდნელია, რომ ისინი FIFA-საც მიმართავენ. 

რაც შეეხება თავად ფეხბურთელს – 16 წლის ბარი “ვესტ ბრომვიჩის” აკადემიაში 10 წლის განმავლობაში ირიცხებოდა, “ბარსელონადან” კი “ასტონ ვილაში” გადავიდა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • Wtf man
    schedule 14 მარ 2020, 12:47
    #1

    ან რისთვის იყიდეს ან რისთვის გაუშვეს