workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხაუმე პადროსი: ფეხბურთელებმა რეკომენდაციები მიიღეს და საქმეს სერიოზულად ეკიდებიან

ხაუმე პადროსი: ფეხბურთელებმა რეკომენდაციები მიიღეს და საქმეს სერიოზულად ეკიდებიან

დღეს დილით, “ბარსელონას” პრეზიდენტი, ჟოზეპ მარია ბართომეუ, შტაბის წევრებთან ერთად ფეხბურთელებს შეხვდა.

ჯანმრთელობის საკითხებში კლუბის ხელმძღვანელმა, ხაუმე პადროსმა, რომელიც ბართომეუს ახლდა, Sport-თან ინტერვიუში განაცხადა, თუ რა უთხრა მოთამაშეებს. 

“მათ ახლანდელი მდგომარეობა განვუმარტეთ, ამას კლუბის ყველა წევრს ვუხსნით. მათ ესმით, რომ საგანგებო სიტუაციაში ვართ და საქმეს სერიოზულად ეკიდებიან. 

ბევრი მოთამაშე უცხო ქვეყნიდანაა და ისინი ღელავდნენ. მათ სიტუაცია გასაგებად ავუხსენით, ვუთხარით, რა უნდა გააკეთონ და დავამშვიდეთ.

მთავარი სახლში დარჩენა და ხალხთან კონტაქტის არიდებაა. ფეხბურთელებმა რეკომენდაციები გაგებით მიიღეს”. – თქვა პადროსმა. 

“ბარსელონა”, სულ მცირე, აპრილის დასაწყისამდე ვერ ითამაშებს. ახლო მომავლისთვის სავარჯიშო სესიებიც გაუქმებულია. ფორმის შენარჩუნებაზე ფეხბურთელები სახლებში, ინდივიდუალურად იზრუნებენ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • Bobi
    schedule 14 მარ 2020, 00:23

    იმედია ფორმიდან არ ამოვარდებიან , თან სუარესიც დაბრუნდება რაც შანსებს ერთი ორად ზრდის, თუმცა მთავარი ჯანმრთელობაა და არა ფეხბურთი ასე რომ ჯობია შეწყვიტონ დროებით გუნდური ვარჯიში