“ბარსელონას’ პრესმდივანი, ჟოზეპ ვივესი, მიიჩნევს, რომ 18 მარტისთვის დაგეგმილი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა “ნაპოლის” წინააღმდეგ, რომლის გამართვა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ჩვეულებრივად ჩატარდება.
“ბარსელონას” არცერთ ფეხბურთელს არ უთხოვია ჩვენთვის, რომ არ ვითამაშოთ.
კლუბში მომუშავე ადამიანებს სიმპტომები არ აქვთ, ყველაფერი კონტროლირებადია.
რა თქმა უნდა, მთავარი ისაა, რომ თავი დავიცვათ და გართულებები ავირიდოთ, ხალხის ჯანმრთელობა ჩვენი პრიორიტეტია და ახლა მომდევნო 15 დღის გარდა ვერაფერზე ვიფიქრებთ”. – ციტირებს ვივესს Marca.
როგორც იცით, უკვე ოფიციალურად დადასტურებულია, რომ “კამპ ნოუ” გულშემატკივრებისთვის დახურული იქნება. გასარკვევია, მიეცემა თუ არა “ნაპოლის” ესპანეთში ჩასვლის უფლება.




არტეტა გავიგე მაგრამ ჰადსონ-იდოიზე არ წამიკითხავს სად ნახე?
My Webpage
გაიხარე
არტეტა გავიგე მაგრამ ჰადსონ-იდოიზე არ წამიკითხავს სად ნახე?
My Webpage
არტეტა გავიგე მაგრამ ჰადსონ-იდოიზე არ წამიკითხავს სად ნახე?
მიკელ არტეტას და ჩელსის დეხბურთელს კალუმ ჰადსონ-ოდოის დაუდასტურდათ კორონავირუსი.