workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვინ გახდება ჩემპიონი, თუ ლა ლიგა შეწყდება

ვინ გახდება ჩემპიონი, თუ ლა ლიგა შეწყდება

Mundo Deportivo ესპანეთის ჩმპიონატის გაუქმების რამდენიმე შესაძლო ვარიანტს და მოსალოდნელ შედეგებს განიხილავს.

  1. განსაკუთრებულ შემთხვევაში, გამონაკლისის წესით, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას აქვს უფლება ტურნირები ნაწილობრივ, ან სრულად შეაჩეროს. მუხლი 188;
  2. მიუხედავად არსებული გარემოებებისა, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ამგვარი გადაწყვეტილება ლა ლიგის ხელმძღვანელობასთან უნდა შეათანხმოს;
  3. საბოლოო გადაწყვეტილება გუნდების თანმიმდევრობასა და გამარჯვებულთან დაკავშირებით სპეციალურად მოწვეულმა კომისიამ უნდა მიიღოს;
  4. აღნიშნული კომისია დაკომპლექტებული იქნება როგორც ლა ლიგის, ასევე ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელი პირებისაგან. რაღა თქმა უნდა, ორივე ორგანიზაციის თავმჯდომარეებითურთ;
  5. მხოლოდ და მხოლოდ ლა ლიგაზეა დამოკიდებული ის, თუ ვინ გახდება ესპანეთის ჩემპიონატის გამარჯვებული, თუმცა რაზე დაყრდნობით მიიღებენ ნახსენებ გადაწყვეტილებას, ჯერჯერობით უცნობია;
  6. ლა ლიგა სრულად ემორჩილება ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას და გამარჯვებულ კლუბს მხოლოდ მისი დასტურის შემთხვევაში გამოაცხადებს. შესაბამისად საბოლოო სიტყვა, ფედერაციის პრეზიდენტზეა დამოკიდებული.

ამჟამად პრეზიდენტის პოსტს ყოფილი ფეხბურთელი ლუის რუბიალესი იკავებს, თუმცა მომდევნო არჩევნები საკმაოდ მალე, მაისში ჩატარდება. მომავალ არჩევნებზე გამარჯვების მთავარ ფავორიტად მადრიდის “რეალის” ლეგენდა იკერ კასილიასი ითვლება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 12 მარ 2020, 13:14
    #6

    ციტატა: jack slater
    აბა შეთხრიან ჩემპიონობას კლის ჯოგს.


    მე მგონი უკეთესი იქნება თუ ბოლო ჩემპიონატების შედეგებს გადახედავენ საშუალო ქულას გამოთვლიან დაახლოებით ბოლო 5-10 წლის შედეგებით და იქნებ ჩვენ შეგვხვდეს……

  • Bola
    schedule 12 მარ 2020, 11:16
    #5

    თუ გაუქმდება თასსაც არავის გადაცემენ. რომელიმე წინ რომ ყოფილიყო დიდი ქულებით როგორც ლივერპულია მაშინ კიდე ხო მარა ეხლა არ აატეხინებენ ერთი ქულის გამო ერთ ამბავს სხვა გუნდებს.

  • M10 S9 D11
    schedule 12 მარ 2020, 00:00
    #4

    რა სისულელეა ან გადაწიონ თამაშები ან გააუქმონ ყველას შედეგი

  • კატო
    schedule 11 მარ 2020, 23:02
    #3

    სრავინ არ იმსახურებს ჩემპიონობას, თუ დროზე ადრე შეწყდება ჩემპიონატი. მატჩები უნდა გადაიდოს და შემდეგ მოხდეს წიწილების დათვლა

  • რაღაცნაირი
    schedule 11 მარ 2020, 22:14
    #2

    სისულელეა. უძალიანესად არალეგიტიმური იქნება ვისაც არ უნდა მიანიჭონ. მე წავიკითხე რო ან საერთოდ გააუქმებენო ან PLAY OFF ს ტიპს ჩაატარებენ თუ რაღაც…

  • Don_Andresito
    schedule 11 მარ 2020, 22:11
    #1

    ეგრე სადაა, თუ წყდება ტურნირი ესეიგი გამარჯვებული არ ყავს. მიუხედავად იმისა რო პირველზე ვართ. თუ მაინც უნდა გამოავლინონ რაღა გათვლები უნდა მოგვცენ ჩემპიონობა და ეგაა. მარა ალბათ დაელოდებიან როდის გადავა რეალი პირველზე და მერე შეწყვეტენ. ბარსას გასვლა აქ მალიორკასთან და იქნებ დაკარგოს ქულები რო რეალი გალიდერდეს. მერე ნახე როგორ აღნიშნავენ "ჩემპიონობას" უღირსები.