workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პუიოლი: ”ჩვენ ”რეალის” კონტრშეტევების შეჩერება შევძელით”

პუიოლი: ”ჩვენ ”რეალის” კონტრშეტევების შეჩერება შევძელით”

”ბარსელონას” 33 წლის ცენტრალურმა მცველმა, კარლეს პუიოლმა ახსნა, თუ რის ხარჯზე მოახრეხა მისმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ მატჩში, ”სანტიაგო ბერნაბეუზე” გამარჯვება (0:2).

”ჩვენ ვითამაშეთ ჩვენი ფეხბურთი და წინა შეხვედრებიდან გამომდინარე ვიცოდით რას მოიმოქმედებდა ”რეალი”. შევძელით და გავაკონტროლეთ მათი კონტრშეტევები, ხოლო ორი გოლი მადრიდელთა კარში საერთოდ ძალიან კარგია. გაძევების შესახებ საუბარი არ მსურს. მოდით ფეხბურთზე ვისაუბროთ. როგორც ჩანს მსაჯმა პეპეს მხრიდან უხეში თამაში დაინახა და ამიტომაც გააძევა ის” – ”ბარსელონას” კაპიტნის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი ციტირებს.

განმეორებითი მატჩი ”ბარსელონასა” და ”რეალს” შორის 3 მაისს, ”ნოუ კამპზე” შედგება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში