workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 20:45

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ფეიენორდი ლოგო

ფეიენორდი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ესპანეთის გაფართოებულ განაცხადში “ბარსას” 11 ფეხბურთელი შეირჩა

ესპანეთის გაფართოებულ განაცხადში “ბარსას” 11 ფეხბურთელი შეირჩა

2020 წელს ტოკიოში გასამართი ოლიმპიადისთვის, ესპანეთის ნაკრებმა გაფართეოებული შემადგენლობა გამოაქვეყნა.

Mundo Deportivo-ს ცნობით, ესპანეთის წინასაოლიმპიადე განაცხადში “ბლაუგრანას” 11 ფეხბურთელი მოხვდა.

პირველი გუნდიდან: ჟერარ პიკე, ჟორდი ალბა, ჟუნიორ ფირპო, სერჯი რობერტო, სერხიო ბუსკეცი და ანსუ ფატი.

ბარსა ბ-დან: ინიაკინ პენია, დანი მორე, ხორხე კუენკა, რიკი პუჩი და ალექს კოლიადო.

აღსანიშნავია, რომ რიკი პუჩი, მიუხედავად “ბარსელონას” შემადგენლობაში ჩატარებული მატჩებისა, ეროვნული ნაკრების არც ერთ ახალგაზრდულ გუნდში არ იყო გამოძახებული. ასევე საინტერესოა ის ფაქტიც, თუ რატომ არის არსებულ განაცხადში პიკე. როგორც მოგეხსენებათ, მან გასულ წელს სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადაზე ფეხბურთელების ასაკი 23 წელს ქვემოთ არის ლიმიტირებული, თუმცა თითოეულ ნაკრებს გუნდში 3 უფრო ასაკიანი ფეხბურთელის ყოლის უფლება აქვს.

გამოქვეყნებულ სიაში ასევე ვნახავთ კლუბიდან იჯარის წესით განათხოვრებულ რამდენიმე ფეხბურთელს, მათ შორისაა: კარლეს პერესი, მარკ კუკურელია, აბელ რუისი და ორიოლ ბუსკეტსი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • messi and iniesta
    schedule 09 მარ 2020, 22:11
    #4

    იმედი მქონდა ოლიმპიადაზე ანდრეა ინიესტაც მიიღებდა მონაწილეობას და კიდევ ერთხელ დავტკბებოდი მისი ცქერით

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 09 მარ 2020, 21:30
    #3

    რამოსი სიამაყით ყვიროდა ნაკრები ბარსას სტილს აღარ განიცდისო და ახლა რა ხდება??? ვერაფერი მოიგო სამეფო სამონეთის ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა ნაკრებმა და ტიტულის ნოსტალგია შემოაწვათ???

  • გიგა 8
    schedule 09 მარ 2020, 21:12
    #2

    ციტატა: frenkie dejong21
    პიკემ ხო დაამთავრა კაცო სანაკრებო კარიერა


    ესე ეწერა ყველგან და არ ვიცი მართალია თუ არა განაცხადში როა

  • shu1987
    schedule 09 მარ 2020, 20:31
    #1

    ახალგაზრდებს არაფერს ვერჩი მაგრამ ამ ბებრებს რა უნდათ ? ნაკრებთან ერთად რაც გააკეთეს ნუ გააუფასურებენ ახლანდელი მათი ფორმის გათვალისწინებით.