workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“რეალი” პრეტენზიებს წაუყენებს “ბარსელონას” “უეფასთან”

“რეალი” პრეტენზიებს წაუყენებს “ბარსელონას” “უეფასთან”

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა აპირებს, რომ საპასუხოდ თვითნაც წაუყენონ პრეტენზიები კატალონიურ კლუბს “უეფასთან”. შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” ხელმძღვანელობა უკმაყოფილო იყო იმ განცხადებებით, რომელიც ჟოზე მოურინიომ გააკეთა მატჩის შემდგომ პრეს–კონფერენციაზე და მიმართა “უეფას”, რათა შესაბამისი სანქციები დაეკისრებინათ “რეალის” მწვრთნელისთვის. დედაქალაქელებიც ვალში არ დარჩნენ და საპასუხო დოკუმენტებს ამზადებენ.

 

მადრიდული კლუბის ოფიციალური განცხადება: “შევიტყვეთ, რომ “ბარსელონა” ჩივილს აპირებდა “უეფასთან” ჩვენს წინააღმდეგ, ამიტომაც ზუსტად იგივეს გააკეთებს “სამეფო კლუბიც”. ჩვენი შედგენილი დოკუმენტების მთავარი საკითხი იქნება “ბლაუგრანას” ფეხბურთელების არასპორტული საქციელი, რომელსაც აკეთებდნენ მინდორზე, ისინი ხშირად მიმართავდნენ სიმულაციას, ცდილობდნენ მსაჯზე პროვოცირებას, რათა შეცდომები დაეშვა”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში