workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კიკე სეტიენი “ნაპოლისთან” მატჩის წინ

კიკე სეტიენი “ნაპოლისთან” მატჩის წინ

კიკე სეტიენმა, რომელიც ხვალ “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის რანგში ჩემპიონთა ლიგაზე პირველ შეხვედრას ჩაატარებს, “ნაპოლისთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. 

“სიმართლე რომ ვთქვა, “რომასა” და “ლივერპულზე” არც ისე ხშირად ვსაუბრობთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველას გონებაშია. 

ის მატჩები ძალიან რთული იყო. ჩვენი გუნდი ახლა კარგ მდგომარეობაშია. გვჯერა, რომ იმ დონეს შევინარჩუნებთ, რომელსაც ბოლო დროს ვაჩვენებთ. 

ჩემპიონთა ლიგაზე ეს ჩემთვის პირველი თამაში იქნება და განსაკუთრებულად მოტივირებული ვარ. მიხარია, რომ კარიერის ამ ეტაპს ვიწყებ სტადიონზე, რომელიც ისტორიითა და გულანთებულობით გამორჩეულია. 

მარადონას თამაშის ყურება ყოველთვის მსიამოვნებდა, ისევე როგორც იოჰან კრუიფის. ფეხბურთი მათ შემაყვარეს. რაც შეეხება მესის, ის 14-15 წელია ყოველდღე აკეთებს იმას, რასაც ვხედავ. ასეთი სტაბილური ფეხბურთელი არსად მინახავს. ვფიქრობ, მას სხვებისგან ეს განასხვავებს. 

შემიძლია ვთქვა, რომ ლიგის განახლებას კარგ ფორმაში ვხვდებით. მენტალურად კარგ მდგომარეობაში ვართ. 

ჩვენ ორ სხვადასხვა ტურნირში ვმონაწილეობთ და ყველა მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია”. – თქვა სეტიენმა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 25 თებ 2020, 12:21

    მჯერა შენი,წარმატებები.

  • carles puyol 5
    schedule 25 თებ 2020, 11:13

    აბა შენ იცი კიკეე.შენი სადებიუტო მატჩია ლიგაზე და უნდა გაგვახარო

  • me da barca
    schedule 25 თებ 2020, 07:59

    მიდი კიკე გაგვაკვირვე ყველა.

  • katalomia
    schedule 25 თებ 2020, 03:19

    Ras erchit romeli mwrtvneli shua sezonshi sheertebul gundtan aramc tu chavardna aqvs aramet ase mokle xanshi : 1) igive poziciebi (titqmis). 2) tamashis xarisxi, udaod (uketesobisken) shecvlili. Araa advili saqme, xo bichebo? Saaghol, Kike! Mshvenivrad uberav da Yismatic mogewiot!

  • M10 S9 D11
    schedule 25 თებ 2020, 02:44

    იმედი ვალვერდეს სენი არ გამოგყვებათ თუ განმეორებითი იგრა გასვლაზე მოგვიწია შემდეგ ეტაპზე ნაპოლის მარტივად გავცდებით

  • davidus2020
    schedule 25 თებ 2020, 01:15

    გამართლება კიკე!!! გაგვახარა ლამაზი თამაშით