ენდრიუ რობერტსონი: მესისთან ინციდენტს ძალიან ვნანობ

ენდრიუ რობერტსონი: მესისთან ინციდენტს ძალიან ვნანობ

“ლივერპულის” მარცხენა მცველმა, ენდრიუ რობერტსონმა გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში მომხდარი ინციდენტი გაიხსენა, როდესაც მან “ბარსელონას” კაპიტანს, ლიონელ მესის თავში ხელი ჩაარტყა.

“როცა წარსულს ვიხსენებ, არაფერს ვნანობ, რადგან ვფიქრობ, რომ ის გამოცდილება, რაც გაქვს, გაყალიბებს ადამიანად, რომელიც ახლა ხარ. თუმცა, იმ მომენტს სინანულით ვიხსენებ. ამ ეპიზოდის ყურება არ მომწონს. მატჩის შემდეგ, როცა ვიდეო ვნახე, გაწბილებული დავრჩი.”

“ამ დღეს ისეთი დამოკიდებულება გვქონდა, რომ ფინალში აუცილებლად უნდა გავსულიყავით. ამაში ხელს ვერავინ შეგვიშლიდა. სტადიონზეც ასეთი ატმოსფერო შევქმენით. მე და ფაბინიო მესის მივსდევდით, ფეხები ერთმანეთში აგვეხლართა და წავიქეცით. შემდეგ კი ეს გავუკეთე ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელს…”

“მესის და “ბარსელონას” პატივს ვცემ, მაგრამ ორ მატჩიან დაპირისპირებაში 0-3 ვაგებდით, ჩვენ სასწაული გვჭირდებოდა და თუ ჩემმა ქმედებამ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეს მისი სრული პოტენციალის გამოვლენაში ხელი შეუშალა… მაგრამ ამას ვნანობ. ასეთი ადამიანი არ ვარ. თუმცა, იმ ღამეს ბევრი ისეთი რამ მოხდა, რაც არ მახსოვს. ამ მომენტებში ფიქრის დრო არ იყო.”

“მატჩში ყველანი ჩართულები ვიყავით. ფანებიც ყვიროდნენ და ამან ამიყოლია. ბოლოს და ბოლოს, ჩვენც ადამიანები ვართ. მატჩის წინ, ასეთ ხმაურიან გასახდელში არასდროს ვყოფილვარ. ყველანი მონდომებულები ვიყავით. შესაძლოა, ზედმეტი მომივიდა.” – ციტირებს რობერტსონის სიტყვებს Goal.

იხილეთ ინციდენტის ვიდეო:

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (22)

  • სპარტაკი
    schedule 25 თებ 2020, 00:50

    Rato gvaginebieb am nagavs.. gaatdie es nashlangari aqedan..

  • qinqla
    schedule 24 თებ 2020, 15:29

    Nabo***varo…!!!