ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩს, “ბარსელონა” შესანიშნავ განწყობაზე შეხვდება – კატალონიელებმა ლა ლიგის 25-ე ტურში “ეიბარი” გამანადგურებელი სხვაობით, 5-0 დაამარცხეს.
ლიონელ მესიმ, რომელსაც აქამდე კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი უგოლო სერია ჰქონდა, პოკერის შესრულება შეძლო. პირველ ტაიმში მან სამი გოლი გაიტანა, მეორეს ბოლოს კი კიდევ ერთი დაამატა. საბოლოო ანგარიში 89-ე წუთზე არტურმა დააფიქსირა.
შეხვედრაში შედგა მარტინ ბრეითუეიტის დებიუტი, რომელიც მოედანზე მატჩის დასრულებამდე დაახლოებით 20 წუთით ადრე გავიდა.
“ბარსელონამ” 55 ქულა დააგროვა, მადრიდის “რეალს” კი, რომელმაც ამ ტურში “ბარსას” მატჩის შემდეგ ითამაშა, 53 აქვს. ზინედინ ზიდანის გუნდი “ლევანტესთან” 0-1 დამარცხდა.
კატალონიელები მომდევნო შეხვედრას “ნაპოლისთან” გამართავენ. კიკე სეტიენის გუნდი მეტოქეს სტუმრად, 25 თებერვალს დაუპირისპირდება.




აზარი 2 თვეს იუქმებსო ❤️
თუ გაინტერესებთ დ
ბრაითვაიტმა იმდენი გააკეთა 20 წუთსი რაც გრიზმანმა თვეების განმავლობაში. ტიპი ეგრევე პიტბულივით წინ მიდის, არ ერიდება არავის და ეგა მთავარი, ნეიმარის მერე ასე არავინ წასულა წინ და იმედია ასე გააგრძელებს, მუდამ წინ მცველების მოტყუებაზე, ეგაა მთავარი შემტევისთვის რაც გრიზის აკლია, ტიპი სულ უკან აკეთებს პასს. მიდი ბრათ ასე გააგრძელე
რეალი დაკარგავს ქულებს ლევანტესთან
ვიღაცამ თქვა მესი 3+ გოლს გაიტანსო
კარგია ბარსა წარმატებებიიიი ჩვენს გუნდს მესიიი მხეცია მხეციიიი თუ რეალმა სამი ქულა აიღო გადაგვასწრებს ვილოცოთ რომ მატჩი ფრედ დაამთავროს
სვენება-სვენებით ამოტენა ეიბარი ამ "ნაბიჭვარმა".
შეხვედრაში შედგა მარტინ ბრეითუეიტის დებიუტი, რომელიც მოედანზე მატჩის დასრულებამდე დაახლოებით 20 წუთით ადრე გავიდა.
ერთი სიტყვთ მაინც დაწერეთ, რო იმ 20 წუთში ორი საგოლე გააკეთა.
იმედია აწი და აწი შეყრის გოლებს დღეს იმენა ჩაკლასა ლომმა
სიარულით მოვიგეთ დამაჯერებლად, სეტიენის ხელი ეტყობათ აშკარად, 2 ურთულესი მატჩის წინ 5-0 ისეირნეს რაც მაგარიაა.
კარგი თამაში იყო,მაგრამ ეიბარი საზომი არაა,რა თქმა უნდა. 4-4-2 სისტემით თამაშს ლიგაზე,მგონი,მაინც ფატის დაყენება სჯობს.შეტევის დროს ფეხბურთელების ნაკლებობა იყო ხოლმე და ვიდალი(რომელსაც იდეაში ეგ ევალებოდა) ვერ ავსებდა სივრცეებს ისე,როგორც საჭიროა.ნახევარდაცვაში კიდე პირიქით,ზედმეტი იყვნენ და ერთმანეთს ებლანდებოდნენ ხოლმე იმიტორო მიუჩვეველი არიან.პახოდუ ორი შემტევით როცა თამაშობ, ერთი ცივსისხლიანი ფინიშერი უნდა გყავდეს და მაგ ფუნქციას გრიზმანი აშკარად ვერ ითავსებს.მესი კიდე უკან ჩამოდის და სიღრმიდან თამაშობს.რაკიტიჩი საშინლადაა ფორმიდან ამოვარდნილი და ლიგას არც უნდა გააკაროს.დე იონგის გარეშე ვაფშე მკვდარია ნახევარდაცვა.არტურს აშკარად კარგად შეუძლია წინ წასვლა და შემტევების დახმარება.ფორვარდის უკან აწევა კარგად გამოსდის და უფრო ხშირად უნდა აკეთოს ხოლმე.საბოლოო ჯამში ლიგაზე მაინც 4-3-3ს ვარჩევდი მე.
3 tu 4 armaxsovs