ხორხე მესიმ, ლიონელ მესის მამამ, კომენტარი გააკეთა “უეფას” ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველ მატჩზე, სადაც “რეალი” მასპინძლობდა “ბარსელონას” და 0:2 დამარცხდა. მან ასევე ისაუბრა ჟოზე მოურინიოს ტაქტიკურ სქემაზეც.
“მოურინიომ ძალიან ცუდი ტაქტიკით დაიწყო თამაში, სწორედ ეს აისახა მატჩის ბოლოსაც. გასაგებია, რომ ამ შეხვედრის შემდეგ დიდი აჟიოტაჟი ატყდა, ამა თუ იმ დეტალებზე. ნამდვილად ვერ გეტყვით სწორი გადაწყვეტილება იყო თუ არა პეპეს გაძევება. თუმცა ვეთანხმები მოურინიოს იმაში, რომ ძალიან საკამათო ეპიზოდი იყო. უბრალოდ ერთს ვიტყვი, რომ “რეალი” პეპეს გაძევებამდეც ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე. ძალიან კონსერვატიული იყო მოუს ტაქტიკა. მატჩის წინ ლიონელს ვუთხარი, რომ მისი გუნდი 2:0 გაიმარჯვებდა და თან დუბლსაც შეასრულებდა…”. დაასრულა ხორხე მესიმ.
