ისტორია ყველაფერზე მოგვითხრობს, ისტორიას ვერავინ ვერსად გაექცევა, მათ შორის “შალკეც” და “რეალიც”. ორივე გუნდმა პირველ 1/2 ფინალურ მატჩში “მანჩესტერისგან” და “ბარსელონასგან” მარცხი იწვნია საკუთარ მოედანზე 0:2.
ძალიან ბევრი რამ მომხდარა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალებში, მაგრამ არა ის, რომ რომლიმე გუნდს მას შემდეგ რაც პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე წაგებული ჰქონდა 0:2 შემდეგ ეტაპზე ვერ გასულა. შეგვიძლია აქედან გამოვიტანოთ დასვკნა , რომ ისტორიის მიხედვით “შალკეს” და “რეალს” შემდეგ ეტაპზე ანუ ფინალში გასვლის შანსი არ აქვთ, მაგრამ ეს მხოლოდ ისტორია და სტატისტიკაა, ვნახოთ რა მოხდება 3 და 4 მაისს, ფაქტი ფაქტადვე რჩება, რომ “მანჩესტერი” და “ბარსელონა” “უემბლის” ფინალში უკვე “ცალი ფეხით” იმყოფებიან.
