workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აღდგენითი ვარჯიში

აღდგენითი ვარჯიში

“ბარსელონას” ფეხბურთელებმა გუშინდელი გამარჯვების შემდეგ აღდგენითი ვარჯიშით განაახლეს სესია “სიუდად ესპორტივაზე”. 

ფეხბურთელები ძალიან მცირე დატვირთვით ვარჯიშობდნენ, ისინი “სოსიედადთან” მატჩისათვის ემზადებიან. პირველი გუნდის ფეხბურთელებს მეორე გუნდის ფეხბურთელებიც დაემატნენ, მონტოია, ტიაგო, სერხიო რობერტო და ხორდი მასპი. გუნდში ძალიან კარგი ატმოსფერო სუფევს, ფეხბურთელებს სახეზე ღიმილი არ შორდებათ, გასაკვირი არცაა, მათ დიდი ნაბიჯი გადადგეს “უემბლის” ფინალისაკენ. 

აღსანიშნავია, რომ ვარჯიშობდა ერიკ აბიდალიც, რომელიც განსხვავებით სხვა დღეებისა ბუცებით იმყოფებოდა და ბურთთან ერთად ვარჯიშობდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში