“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა, “ბეტისთან” მატჩი შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში 3-2 მოიგო.
“თამაში ნამდვილად რთული გამოდგა, მაგრამ ჩვენ არ დავნებებულვართ, მაშინაც კი, როცა 1-2 ვაგებდით.
“ბილბაოსთან” მოგებას ვიმსახურებდით და თასიდან გამოვარდნამ დიდი დარტყმა მოგვაყენა, ამიტომ, დღევანდელი შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია.
“ბარსელონამ” დღეს სამართლიანად მოიგო. ეჭვგარეშეა, რომ უკეთესად თამაში შეგვიძლია, თუმცა ფეხბურთელების საქმისადმი მიდგომით კმაყოფილი ვარ. მათ ჩამორჩენის აღმოფხვრა ორჯერ შეძლეს, ბოლოს კი წინ გავიდნენ.
“ბენიტო ვილიამარინზე” დაბრუნება ემოციური იყო. აქაურობა სულ რამდენიმე თვის წინ დავტოვე. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდი რთული იყო, “ბეტისის” მადლობელი ვარ იმ შანსისთვის, რომელიც მომცეს. მათ წარმატებას ვუსურვებ”. – უთხრა სეტიენმა ჟურნალისტებს.


100%
მოდი ცოტა სხვანაირად შეხედეთ აბა ამ ბარსელონას ვალვერდეს დროს როგორი გუნდი გვყავდა გოლს თუ გაიტანდა ბურთს თმობდა და მერე ან აგებდა ან გოლს უტანდნენ და მერე გაჭირვებით ვატრიალებდით ისიც საკუთარ მოედანზე გასვლითი მატჩების კომპლექსი გვქონდა აკიდებული და მენტალურად ჩასვრილები გამოდიოდნენ მოედანზე ეხლა რა ხდება გუნდმა თამაშის ტემპს მოუმატა რაც მთავარია და პირადად მე ძალიან მახარებს გოლის გატანის მერე უკან არ დგებიან და ბოლომდე თამაშობენ და ყველაზე მნიშვნელონავი მენტალურად ძლიერდება გუნდი გუშინდელი გამარჯვებაც ამის დასტურია ვალვერდე რო ყოფილიყო ამ იგრას ვერ დაატრიალებდა გუნდი ყველაზე მთავარი რაც სეტიენმა შეცვალა ესაა და შემადგენლობის არ ყოლა და კადრების დანაკლისი უკვე ცალკე თემაა ამას რო სრული კამანდა ყავდეს ბევრად უკეთეს შედეგს დადებდა
Valverdes suaresi ROM ar yoloda tamashs ver moigebdaa…da ragasakviria mesi to gyavs gundshi yvelapers eg kaci ro gadawyvets sxvaramis gulistvis araa msoplios sauketeso pegburteli
კაიკაცი <3
აბრუნებს კიკე შემტევ ბარსას,მიუხედავად უსაშინლესი საკადრო პრობლემებისა გუნდი გუნდს დაამსგავსა და 2 – ჯერ დააქამბექა, ამას სუა რომ ჰყავდეს და ფორმაში შესული მესი 5-6 გოლს ყველა მატჩში გაიტანდა.
Arada realurad burtis flobis meti araferi sheycvlia isev mesis gamo igeben an mesis gamo ageben gaachnia messi ras isams da rogor gaumartlebs arc es ea arc valverde arafer shuashi araa gundtan rac moiges akamde messim moigo da ara romelimem sxvam. Daje valverdes barca ufro iko dageshili mogebaze vidre es. Amitom kargad vitamasheto ro idzaxis tkvas ro messim kargad itamashao radgan gundi messia marto
მიდი კიკიტო დააბრუნე შემტევი სული. დაცვა მოხოდე და რობერტოს პანღური კარი და ვოტ ბიჭი მერე 🤘🤘🤘 მომწონს უკვე გუნდი, მიუხედავად ლაზარეთში მყოფი ლიდერების გარეშე
რექლს მოუგე თორე ცუდად მოგიკითხავ