გუშინ გაიმართა ”უეფას” ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალური შეხვედრა, სადაც ”სანტიაგო ბერნაბეუს” სტადიონზე” ერთმანეთს მადრიდის ”რეალი” და კატალონიის ”ბარსელონა” დაუპირისპირდნენ. ლიონელ ანდრეს მესის დუბლის წყალობით, კატალონიელებმა სტუმრად გამარჯვება მოიპოვეს და კიდევ უფრო მიუახლოვდნენ ფინალს.
