workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხოსე მარია ბართომეუ მოურინიოს პასუხობს

ხოსე მარია ბართომეუ მოურინიოს პასუხობს

”ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტი, ხოსე მარია ბართომეუ თვლის, რომ დადგა ის დრო, როცა უნდა თქვა ”კმარა” მადრიდელების მუდმივ შეტევებზე: ”ჩვენ ამდაგვარი ორი შემთხვევა გვქონდა, ეს უკვე აუტანელი გახდა. თავდაპირველად დოპინგის მოხმარებაში დაგვდეს ბრალი, ახლა კი პირდაპირი შეტევა ხორციელდება ჩვენს მწვრთნელზე”.

ხოსე მარია ბართომეუმ შეგვახსენა, რომ ”მთელი სეზონის განმავლობაში მოურინიო არ წყვეტდა მსაჯებზე საჩივრების წერას, ასევე საუბრობდა კალენდარზე, თამაში 10 11-ის წინააღმდეგ. მინდვრის საფარი… ჩვენ არაფერს ვპასუხობდით, რადგან ჩვენი ფილოსოფია შედგება იმით, რომ ვითამაშოთ ფეხბურთი და არ მივაქციოთ ყურადღება სხვა თემებს. მადრიდელების ასეთმა შეტევებმა ვალდებული გაგვხადეს ვთქვათ ”კმარა”. ბატონმა მოურინიომ უნდა იცოდეს, რომ კატალონიაში პრესა თავისუფალია და სხვისი კარნახით არ წერს, როგორც ეს სხვაგან ხდება ხოლმე. ფეხბურთელებით, რომლებიც ჩვენ გვყავს გავალთ მოედანზე და ფინალში გასასვლელად ვითამაშებთ”.

გამოსვლის დასასრულს ვიცე-პრეზიდენტმა გაიმეორა: ”ჩვენ მხოლოდ ფეხბურთზე გვსურს საუბარი, მაგრამ ვერ ავიტანთ პირადულ შეურაცხყოფებს როგორც კლუბის, ასევე ჩვენი მწვრთნელის მიმართ”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში