workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დელ ბოსკე: ”მჯერა, რომ ”კლასიკო” ნაკრებზე უარყოფითად არ აისახება”

დელ ბოსკე: ”მჯერა, რომ ”კლასიკო” ნაკრებზე უარყოფითად არ აისახება”

ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვისენტე დელ ბოსკეს სჯერა იმის, რომ ინტენსიური ბრძოლები და დაძაბულობა მოახლოებულ კლასიკოებში, ”ბარსელონასა” და მადრიდის ”რეალს” შორის ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის ფარგლებში არ აისახება ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელების ურთიერთობაში, გვამცნობს marca.

”ჩვენთვის დიდი სიამოვნებაა ორი გრანდის თამაშის ყურება. ამას არ ვსაუბრობ კლუბების ისტორიიდან გამომდინარე. უბრალოდ ორივე გუნდი აჩვენებს ძალიან ძლიერ თამაშს. მათ ესპანეთში ჰეგემონია გაინაწილეს და გასარკვევი გახდა მხოლოდ საერთაშორისო არენაზე რომელი გაიმარჯვებს. მე მჯერა, რომ დარჩენილი ორი ”კლასიკო” ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელების ურთოერთობაზე უარყოფითად არ აისახება” – განაცხადა დელ ბოსკემ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში