workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლამ დაადასტურა, რომ ხვალ ინიესტა არ ითამაშებს.

გვარდიოლამ დაადასტურა, რომ ხვალ ინიესტა არ ითამაშებს.

როგორც წინა სტატიიდან გაიგეთ, ანდრეს ინიესტამ მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში ივარჯიშა თანაგუნდელებთან ერთად “სანტიაგო ბერნაბეუზე”. იგი ექიმ ემილი რიკარდის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

ინიესტა დღეს გუნდთან ერთად მადრიდში ჩაფრინდა, როგორც მორიგი “კლასიკოს” ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა. თუმცა მას ტრავმა გაუმიზეზდა და მისი მონაწილეობა ხვალინდელ შეხვედრაში გამოირიცხა.

“ინიესტა 100%–ით ვერ ითამაშებს.” – განაცხადა პეპ გვარდიოლამ და იქვე დაამატა, რომ ჯერ არ იცის, თუ ვინ დაიკავებს ანდრესის ადგილს. “არ ვიცი. ვინმე აუცილებლად ითამაშებს. სქემა შეიცვალა, მაგრამ ჩვენ მოედანზე 11 ფეხბურთელით გავალთ. მათ სურთ, რომ 10 კაცით ვიყოთ, თუმცა თერთმეტნი ვიქნებით. “– ირონიულად თქვა გვარდიოლამ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში