ხვალინდელი მატჩის წინ მასკერანომ და გვარდიოლამ გამართეს პრესკონფერენციები, გთავაზობთ არგენტინელის საუბარს ჟურნალისტებთან.
“ნაკლები ლაპარაკი, მეტი სამუშაო. ფეხბურთი მოედანზე უნდა ითამაშო და არა პრესაში, ასე , რომ ყოველგვარი საუბრები პრესის გარეთ მიუღებელია, გუნდმა თავისი შესაძლებლობები მოედანზე უნდა დაამტკიცოს. ესპანეთის ლიგა ერთ–ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, “ლფპ” უნდა ამაყობდეს, რომ ორი მისი ბინადარი 1/2 ფინალში გავიდა, ფინალში ერთ–ერთი ესპანური გრანდი აუცილებლად იმონაწილევებს”.
“ჩვენ საკმარისი მოტივაცია გვაქვს ხვალინდელი მატჩისათვის, მოედანზე ყველაფერს დავდებთ, იმისათვის რათა მივაღწიოთ სასურველ შედეგს”.
“კოპაზე ჩვენ დავმარცხდით, მაგრამ ის მატჩი ჩვენგან უმალვე იქნა დავიწყებული, ახლა სულ სხვა ტურნირია, სულ სხვა თამაშები, განსხვავებული ატმოსფერო, ორი საპასუხო მატჩი, ასე, რომ ყველა პირობაა იმისათვის შექმნილი, რათა გულშემატკივარმა ისიამოვნოს ამ მატჩებით მაქსიმალურად”.
“მე ვთამაშობ იქ სადაც მწვრთნელი მაყენებს, პეპისაგან ნდობას ვგრძნობ და მაქსიმალურად ვცდილობ გავამართლო მისი ეს ნდობა, მოედანზე ყოველთვის მაქსიმალურად ვიხარჯები”. დასასრულს “ბოსს” დაუსვეს კითხვა, რომ ხვალ შესაძლოა მან აბიდალის ფლანგზე იასპარეზოს, მას ჩაეცინა და განაცხადა: “კარგი იქნებოდა აბიდალი ხვალ მოედანზე ყოფილიყო, მაგრამ რას ვიზავთ ასეც ხდება, თუკი მე მომიწია ფლანგზე თამაში მაქსიმალურად გავამართლებ მწვრთნელისა და გულშემატკივარის იმედებს”.

Dadet siaxleebi