workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დღე, როცა კიკე სეტიენი ლიონელ მესის შეხვდა

დღე, როცა კიკე სეტიენი ლიონელ მესის შეხვდა

კიკე სეტიენი “ბარსელონას” ახალი მწვრთნელია. “ბეტისის” ყოფილ დამრიგებელს კატალონიური კლუბის მიმართ სიმპათია არასდროს დაუმალავს, მისი ფავორიტი კი გუნდის კაპიტანი – ლიონელ მესია. 

სეტიენმა მესი პირველად რამდენიმე წლის წინ, “ბარსას” სავარჯიშო სესიაზე ნახა. მან ეს მომენტი El Pais-თან ინტერვიუში გაიხსენა. 

“ერთ დღეს, გვარდიოლამ მიმიწვია და საშუალება მომეცა, მესის ვარჯიშისთვის ახლოდან მეყურებინა. 

მასთან მივედი და ვთხოვე, თამაში იქამდე არ შეეწყვიტა, სანამ მე არ მოვკვდებოდი”. 

მწვრთნელის რანგში, კიკე არგენტინელს 2016 წელს დაუპირისპირდა – მაშინ ის “ლას პალმასს” ხელმძღვანელობდა, რომელიც პრიმერა დივიზიონში ასპარეზობდა. შეხვედრა “ბარსელონას” გამარჯვებით, 4-1 დასრულდა, თამაშის შემდეგ კი მესიმ და სეტიენმა მინდორზე ისაუბრეს და გასახდელისკენ ერთად გაემართნენ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 14 იან 2020, 21:35

    მეფე ლეოოო.

  • M10 S9 D11
    schedule 14 იან 2020, 15:53

    ხოდა ეხლა შენზეა მესის მოტივაციის ამაღლება

  • messi_10_
    schedule 14 იან 2020, 13:06

    მეგონა ვალვერდე არ წავიდოდა , ვფიქრობდი მხოლოდ მე არ მომწონსთქო, იმედია ახალი მწვრთნელი შემოგვთავაზებს საუკეთესო ტაკტიკას, ბარსას ფეხბურთიდან სიამოვნება რომ ისევ მივიღო, ვალვერდემ ნევროზი დამმართა, არც ეს ტიპი მეიმედება მაგრამ სხვას რას ვიზამთ წარმატებები ვუსრვოთ,

  • mesidona
    schedule 14 იან 2020, 12:56

    იმედია დიდხანს იცოცხლებ