workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკე: “ესპანეთის ნაკრების მატჩებში ბოლომდე ვიხარჯები”

პიკე: “ესპანეთის ნაკრების მატჩებში ბოლომდე ვიხარჯები”

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” მცველმა, ხერარდ პიკემ, “El Pais”–სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ესპანეთის ნაკრების ყოველ მატჩში თავდადებით ასპარეზობს. ხერარდი ძალიან შეწუხებულია იმით, რომ ზოგიერთ ადამიანს ეჭვი შეაქვს მის ერთგულებაში ესპანეთის ნაკრების მიმართ და უსვამენ არასასიამოვნო კითხვებს.

 

“მე რომ კატალონიელი არ ვიყო, ასეთ კითხვებს არ დამისმევდით, ასე არ არის? ეს ძალიან სამწუხაროა. მე 16 წლიდან ესპანეთის ნაკრების ღირსების დასაცავად ვიბრძვი და სამხრეთ აფრიკის მუნდიალზეც ყველაფერი გავიღე საკუთარი ქვეყნისთვის. ახლა კი რაღაც სისულელეებს ვკითხულობ იმასთან დაკავშირებით, რომ მე შეურაცხყოფას ვაყენებ ესპანელებს. აღარ მსურს ამაზე საუბარი, ეს ძალიან უსიამოვნო თემაა ჩემთვის”. დაასრულა ხერარდ პიკემ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში