workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Sport: “იუვენტუსმა” “ბარსელონას” ახალი შეთავაზება გაუკეთა

Sport: “იუვენტუსმა” “ბარსელონას” ახალი შეთავაზება გაუკეთა

ტურინის “იუვენტუსი” 19 წლის მარცხენა მცველით, ხუან მირანდათი, რომელიც “ბარსელონამ” ერთი სეზონით გერმანულ “შალკეში” გაანათხოვრა, ჯერ კიდევ შარშან ინტერესდებოდა. იტალიელები “ბარსელონას” რამდენიმეჯერ დაუკავშირდნენ, მაგრამ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რადგან “იუვეს” ტრანსფერი სურდა, “ბარსას” კი – მხოლოდ იჯარა. 

კატალონიური Sport-ის ინფორმაციით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე ტურინულმა კლუბმა “ბარსელონას” ახალი შეთავაზებით მიმართა. ამჯერად, ისინი მეტს იხდიან: 10 მილიონს ტრანსფერში და კიდევ 5 მილიონს ბონუსების სახით. ამასთან, კლუბს ფეხბურთელის გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება. 

“ბარსელონას” ძირითად გუნდში მირანდას დებიუტი 2018 წლის დეკემბერში, “ტოტენჰემთან” შეხვედრაში შედგა. ამის შემდეგ, მან სამჯერ ესპანეთის თასზე ითამაშა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (11)

  • davidus2020
    schedule 08 იან 2020, 14:06

    ერთი რამე ვერ გავიგე,მირანდა ფირპოს არ ჯობია?რა საჭირო იყო ფირპოს მოყვანა და მირანდას გაშვება,ვალიკო ბართოსთან ერთად მთლად უბერავენ

  • altuna
    schedule 08 იან 2020, 12:44

    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    შალკეში ათამაშებენ თუ იქაც სკამზეა?


    სკამზეა ბოლოს რაც ვნახე განაცხადშიც არ შეყავდათ

  • Andres_Iniesta
    schedule 08 იან 2020, 12:32

    ფანმაა როდადოოო დემბელე ლივეს ფორმაში და ამ ცალტვინაამ რო დაალაიქა :)))))))

    ძაან ვიკაიფებ რო წავიდეს და კლოპთანაც რო ჩაისვაროს

  • marco reus 11
    schedule 08 იან 2020, 11:15

    როგორ მძულდება ფეხბურთი თანდათან 🙁 მეფე აბდულა და მოგი@&#&ნთ სულეიმანი კარგის ტანკი.. და ცოტა მეტი ფული რო მისცენ ალბათ ანტარქტიკაზე ათამაშებენ შორტებით 😂😂😂

  • B.A.r.c.A
    schedule 08 იან 2020, 09:15

    Pirpos magrad jobia arada chemi azriit magali donisac da ganvitarebulicaa evropaze daprinavda erterti sauketeso iyo es bichi

  • azulgerana
    schedule 08 იან 2020, 04:36

    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    შალკეში ათამაშებენ თუ იქაც სკამზეა?


    არავინ იცის

  • M10 S9 D11
    schedule 08 იან 2020, 03:02

    ციტატა: ferreira10

    ციტატა: M10 S9 D11
    პ.ს. ეს იუვენტუსიც რამ გადარია ამ მირანდაზე რა ნახეს ასეთი


    საჯიშედ უნდათ )))


    უუჰ კაი ჯიშიანი აურჩევიათ :))))

  • ferreira10
    schedule 08 იან 2020, 02:50

    ციტატა: M10 S9 D11
    პ.ს. ეს იუვენტუსიც რამ გადარია ამ მირანდაზე რა ნახეს ასეთი


    საჯიშედ უნდათ )))

  • ROUCH
    schedule 08 იან 2020, 01:04

    10 და პლიუს 5 ბონუსი, თან გამოსყიდვის უფლება? გაუშვით თუ ივარგა დაიბრუნეთ ალბასავით, ასეთ შემთხვევაში უეჭველი ათამაშებს იუვე, რადგან თუ გააფუჭა თითონ დაზარალდება გაფუჭებული იგროკი შერჩება და კარგს ბარსა თუ არ დაიბრუნებს თითონ ეყოლება

  • M10 S9 D11
    schedule 08 იან 2020, 00:47

    ე ბიჯო გაატამეთ საერთოდ არაა ეს ბარსას დონის და ფულს მაინც გააკეთებს კლუბი ამაში

    პ.ს. ეს იუვენტუსიც რამ გადარია ამ მირანდაზე რა ნახეს ასეთი

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 08 იან 2020, 00:42

    შალკეში ათამაშებენ თუ იქაც სკამზეა?