workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ჟოპეპ მარია ბართომეუს შემცვლელი ცნობილია

ოფიციალურად: ჟოპეპ მარია ბართომეუს შემცვლელი ცნობილია

ძალიანაც ნუ გაგიხარდებათ – ჟოზეპ მარია ბართომეუ ისევ “ბარსელონას” პრეზიდენტია, მაგრამ დღეიდან, მხოლოდ პრეზიდენტი.

გემახსოვრებათ, გასული წლის ივლისში, კლუბის ვიცე-პრეზიდენტის, ჟორდი მესტრეს მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ, დღემდე, ამ პოზიციას პრეზიდენტი ბართომეუ ითავსებდა. დღეს კი, კლუბის ახალი ვიცე-პრეზიდენტის ვინაობა გახდა ცნობილი – ემილი რუსო.

ემილი რუსო 53 წლისაა. ის “ბასრელონას” დირექტორთა საბჭოს წევრი 2015 წლიდანაა. აქამდე, მას სოციალური მედიის მიმართულება ებარა.

ემილი რუსოს განათლება ბიზნესის მართვის მიმართულებით აქვს მიღებული. ბარსელონაში, ის რამდენიმე კომპანიაში მაღალ თანამდებობას იკავებს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ დირექტორთა საბჭოს შეუერთდა დავიდ ბელვარი, რომელიც სპორტულ განყოფილებაში დასაქმდება და UEFA-სა და FIFA-სთან კომუნიკაციას ჩაიბარებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • o.dembele11
    schedule 04 იან 2020, 10:02
    #5

    მწვრთნელი მოგვაშოროს და შემტევი ფეხბურთი ათამაშოს და და ავიტანთ ბართუშას როგორმე რასაც ვითხოვთ ის დაგვიკმაყოფილოს მარტო ვალიკო მოგვაშოროს

  • Pirat❤️💙
    schedule 02 იან 2020, 22:23
    #4

    დემბოს ტრავმაზე რა ისმის?

  • messi
    schedule 02 იან 2020, 21:49
    #3

    ბარსას კარგი სეზონი ჰქონდეს და მეც ვიქნები პრეზიდენტი

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 02 იან 2020, 21:08
    #2

    ჩმორთუმეოს მოშორება 2021 წლის ზაფხულშია შესაძლებელი,მაგრამ მესი უკვე 34 წლის იქნება მაგ დროს cry

  • M10 S9 D11
    schedule 02 იან 2020, 20:49
    #1

    არადა გამიხარდა გვეშველათქო