“ოსასუნას” ახალმა დამრიგებელმა, ხოსე ლუის მენდილიბარმა, განაცხადა, რომ ლა ლიგის 33–ე ტურის მატჩში, “ბარსელონამ” დამსახურებულად გაიმარჯვა. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.
მედილინბარის შეგირდებმა, 2 გოლი გაუშვეს საკუთარ კარში, ხოლო მეტოქის კარის დალაშქვრა ვერცერთხელ ვერ შეძლეს: “ბარსელონამ” ყველაფერი გააკეთა მოგებისთვის და დამსახურებულადაც გაუმარჯვა. ვფიქრობ, რომ ისინი კმაყოფილნი არიან შედეგით, რადგანაც სხვაობა მეორე ადგილოსანთან კვლავ 8 ქულაა. ჩემმა გუნდმაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ დასაწყისში გაუბედავად ვასპარეზობდით. პირველი მიღებული გოლის შემდეგ მივხვდით, რომ საჭირო იყო შეტევაზე გადასვლა. დავამატებ იმას, რომ “ბარსა” არასდროს გპატიობს შეცდომებს, სწორედ ამიტომ მივიღეთ მეორე გოლიც”. დაასრულა მენდილიბარმა.
