“ბარსელონამ” 2019 წლის ბოლო შეხვედრა, “კამპ ნოუზე”, “ალავესის” წინააღმდეგ გამართა. მატჩი კატალონიელების გამარჯვებით, 4-1 დასრულდა.
“ბარსას” მხრიდან თავის გამოჩენა ანტუან გრიზმანმა (14′), არტურო ვიდალმა (45′), ლიონელ მესიმ (69′) და ლუის სუარესმა (75′) მოახერხეს. 56-ე წუთზე, ერთი გოლი პერე პონსმა გაქვითა.
18 ტურის შემდეგ, “ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატს 39 ქულით ლიდერობს. მადრიდის “რეალს”, რომელიც ხვალ ბილბაოს “ატლეტიკს” ეთამაშება, შანსი აქვს, ერნესტო ვალვერდეს გუნდს ქულებით გაუთანაბრდეს.
ლა ლიგა 3 იანვარს განახლდება, “ბლაუგრანას” მომდევნო მატჩი 4 იანვარს გაიმართება და ეს კატალონიური დერბი იქნება. გუნდი “ესპანიოლს” დაუპირისპირდება, რომელიც სეზონის პირველ ნაწილს გასავარდნ ზონაში ასრულებს.




გამარჯობათ სად შეიძლება ვნახო სტატისტიკა ბარსას გატანილი გოლები, გაშვებული გოლები. მოგება წაგება. კლუბის არსებობის მანძილზე. ლიგაზე რამდენი მოიგო, რამდენი გაიტანა გაუშვა
ტიტულებისთთის საჭიროა რომ ვალვერდე და რაკიტიჩი წავიდნენ ბარსადან ალბათ აქ არავინაა ისეთი ვისაც რაკიტიჩი ყჩემზე მეტად უყვარს და აღიარებს მაგრამ უკვე მისი წასვლის დროა რაკიტიჩი თავისი თამაშის 30%-ს აჩვენებს როცა ბარსაში მოვიდა ძალიან მპგარი იყო მაგრამ არავის შემჩნევია ასაკი რაკიტიჩზე მეტად განელდა და არასტაბილური გახდა რაც თანამედროვე ფეხბურთში დამღუპველია ყველაზე მთავარი ფეხბურთში ძლიერი ცენტრია და რაკიტიჩიი ამ ბარსაში უადგილოა და დამღუპველი ზარმაცია კარგავს და არ მისდევს ბურთს დადის მოედანზე და თან ძალიან ნელა როგორც ვალვერდეს ტაქტიკური ნიჭი არ ამართლებს და ღუპავს გუნდს 2 წელია ისევე. აფუჭებს ნახევარდაცვას რაკიტიჩი… წელს ბარსა აფსოლიტურად უტიტულოდ დარჩება და ამას სეზონის ბოლოს გავიმეორებ გუნდს ძალიან უჭირს შეტევის ორგანიზება და ზედმეტად დაცვითი სტილით თამაშობს რასაც არავინ აპატიებს!!! და საბოლოოდ შეველევით ამ ორ მძორს!!!!!!
სუარესის სამი ასისტი და გოლი მარა ზოგს მაინც მძორად მიაჩნია
იმედია 2020 წელი ტიტულების წელი იქნება
ბრავოო ვალვერდეეეე, დაღალა ალავესი და გაანადგურაა,ბრავოოოოოოო