workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფრენკი დე იონგი სადებიუტო “ელ კლასიკოს” წინ

ფრენკი დე იონგი სადებიუტო “ელ კლასიკოს” წინ

“ბარსელონას” ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა, “რეალთან” ხვალ გასამართ მატჩზე ისაუბრა. 

“აიაქსთან” ერთად “რეალის” წინააღმდეგ თამაში შარშან ნამდვილად განსაკუთრებული იყო, მაგრამ წელს განსხვავებული შეხვედრა იქნება. “ელ კლასიკოს” თვალს ყოველთვის ვადევნებდი. ყველაზე მეტად იმ მატჩით ვისიამოვნე, რომელიც “ბარსამ” 5-0 მოიგო. 

შეხვედრას მოუთმენლად ველი.

ერთმანეთის წინააღმდეგ მსოფლიოს ორი საუკეთესო გუნდი გამოდის. არ ვიცი, როგორ მიუდგება თამაშს ჩვენი მეტოქე, მაგრამ ჩვენ, როგორც ყოველთვის, დომინირებას და ბევრი სახიფათო მომენტის შექმნას ვეცდებით. 

მატჩი კიდევ უფრო დაძაბული იქნება იმიტომ, რომ სატურნირო ცხრილში თანაბარი ქულები გვაქვს. 

“კლასიკო” ჰოლანდიაშიც გვაქვს – “აიაქსისა” და “ფეიენოორდის” დაპირისპირების დროს სტადიონზე განსაკუთრებული ატმოსფეროა და ქვეყანაში ყველა ამაზე საუბრობს, თუმცა ეს ესპანური “კლასიკოსავით” მასშტაბური არ არის. მსგავს მატჩებში მონაწილეობის მიღება ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. 

ყველამ იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ლიონელ მესი. აღარავის უკვირს, როცა მას თამაშში სამი გოლი გააქვს. ის ყველა სხვას ბევრად აღემატება. ნებისმიერი გუნდი, რომელიც მის წინააღმდეგ თამაშობს, განსაკუთრებით ნერვიულობს და ეს გასაგებია. 

სუარესს ნამდვილად კარგი სეზონი აქვს. ის ფორმაშია და გოლების გატანასაც ახერხებს. გასულ წელს, მან “რეალთან” ჰეთ-თრიქი შეასრულა და იმედია, ახლაც იგივე მოხდება. 

“კამპ ნოუზე” ვთამაშობთ და ეს ჩვენთვის დიდი უპირატესობაა. ამ სეზონში, საშინაო მატჩებს განსაკუთრებით კარგად ვატარებთ”. – განაცხადა ჰოლანდიელმა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • kaikaci
    schedule 18 დეკ 2019, 00:57

    ჯერ რა პატარაა და უკვე ტროლავს მადრიდს ))) მაგარი კაცი ყველაზე მეტად 5-0 ზე ვისიამოვნეო ახახახახახა

  • Barca_MNS
    schedule 17 დეკ 2019, 22:49

    ფრენკი კოშმარად ახსოვთ რეალში laughing

  • MARI=BARCA-fan
    schedule 17 დეკ 2019, 21:09

    "კამპ ნოუზე" ვთამაშობთ და ეს ჩვენთვის დიდი უპირატესობაა. ამ სეზონში, საშინაო მატჩებს განსაკუთრებით კარგად ვატარებთ". – განაცხადა ჰოლანდიელმა.

    კიი ფრენკი, საშინაო მატჩები კარგია, მაგრამ უფრო განსაკუთრებული და სასიხარულო იქნება გასვლითი მატჩების საუკეთესოდ ჩატარება! wink
    წარმატებები თქვენ! heart_eyes

  • Lukito
    schedule 17 დეკ 2019, 20:17

    ხვალ მოდრიჩი ახოხიალე როგორც შარშან ახახიალე მასე

  • Magician
    schedule 17 დეკ 2019, 20:11

    მე ძალიან კარგად მახსოვს 6-2. კატალონიელების ჩატარებული მასტერკლასი, მესის ცრუ ცხრიანად დაყენება და აწიოკებული "ბერნაბეუ". რაღაც საოცრება იყო, გვარდიმ პატარა საფეხბურთო სპექტაკლი დადგა <3 არასდროს დამავიწყდება!

  • M10 S9 D11
    schedule 17 დეკ 2019, 19:56

    მიდი ფრენკი რეალის დაცვა უნდა გააქრო ხვალ

  • LeBron JaMes 23
    schedule 17 დეკ 2019, 19:03

    ფრენკიტო ტრუსიკში უნდა ჩაისვა მოდრიჩი-კროოსი relaxed

  • Nou kamp
    schedule 17 დეკ 2019, 19:03

    მიდი ფრენკ უნდა მოვჭიმოთ სამეფო მონები მეფურად